ჩარეცხეთ !!! ჩარეცხეთ !!! ჩარეცხეთ !!!


იტყვიან ალბათ, არ მოგწონთ გადართეთ ბატონებო, ვინ გაძალებთ ყურებას ტელევიზორებს პულტებიც მოჰყვება და თუ რომელიმე ტელე გადაცემა თქვენს გემოვნებას ვერ აკმაყოფილებს ხელის მარტივი მოძრაობით არის შესაძლებელი სხვა უფრო “გემოვნებიანი” “ინწელექტუალური” თუ შემეცნებითი გადაცემების მონახვაო. თუმცა საქმე გემოვნება-უგემოვნებაში ნამდვილად არ არის, გემოვნებაც ხომ ყველაზე მეტად ფარდობითი ცნებაა. ჩემი აზრით დიდი უკულტურობააა როდესაც ადამიანს მისი ჩაცმის სტილით, გარეგნობით თუ მეტყველების მანერით აფასებენ. შეიძლება ეს ფაქტორები ადამიანის პლიუსებსა თუ მინუსებზე მიანიშნებდეს, მაგრამ ასევე ფარდობითად ჩვენს გემოვნება-უგემოვნობასთან მიმართებაში . შევეშვათ ადამიანთა განსჯას საკუთარი გემოვნების ბარომეტრიდან გამომდინარე , რა ვიცით სხვები რას ფიქრობენ ჩვენს გემოვნებაზე . გადავიდეთ მთავარზე.

ქართული რეიტინგული ტელეგადაცემების შემთხვევაში საქმე ბევრად უფრო რთულად დგას, აქ გემოვნება ყველაზე ნაკლებად პრობლემატურადაც კი შეიძლება ჩავთვალოთ. სასაცილოა ვისაუბროთ რომელიმე ჟურნალისტის ჩაცმის სტილზე ,დგომის , ჯდომის, საუბრის მანერაზე, მაშინ როდესაც ყოველგვარ ჟურნალისტურ თუ ეთიკურ ზღვარს სცილდება მათი “რეიტინგული გადაცემები” . პოპულარობას და “ხალხის სიყვარულს ” ამოფარებულნი მზად არიან რეიტინგისთვის, ან უბრალოდ უმეცრებიდან გამომდინარე ყოველგვარ ნორმებს გაცდნენ და მთავარია მეორე დღეს ქუჩაში სასაუბრო თემად იქცეს მათი შოუები თუ სიუჟტები ათასგვარი ნაგვით დაგვიბინძურონ გონება. ყველაზე მეტად ყურებადიც ხომ სწორედ მსგავსი “პორნოგრაფიული” სიუჟეტები იქცევა ხოლმე. აი ისეთი მეზობელი ქსენია მეზობელ ლამარას სოფლის წყაროზე რომ ჰკითხავს , გუშინ თუ უყურე რეები იბჟუტურეს ნანკას, ლანკას თუ სხვათა შოუებშიო. რას ვიზავთ ჯერ კიდევ ტელესაზოგადოება ვართ და ნანკასა და ლანკასაგან გვიწევს გაგება როგორ დავცილდეთ ქმრებს, როგორ გავხდეთ წარმატებული სტრიპტიზ კლუბის მფლობელი , თუ უბრალოდ როგორ ჩავყოთ ცხვირი სხვათა პირად ცხოვრებაში. გასაგებია რომ ტელევიზიისთვის მთავარი პური არსობისა რეიტინგია და თუ საზოგადოებიდან დაკვეთა სიყვითლეზეა ყვითელი პროდუქცია უნდა მიაწოდო, თუ პოლიტიკა პოლიტიკური პროდუქცია თუმცა, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში დაბალანსებული სიუჟეტებისა და ეთიკური ნორმების დაცვის გარეშე არაფერი გამოდის . უბრალოდ არაკომპედენტური ხარ და ამაზე ვინმემ უნდა მიგანიშნოს .

რას ვიზავთ კრიტიკასა და ლანძღვას შორის განსხვავებას ქართველი ტელევარსკვლავები დიდად ვერ ანსხვავებენ . ქართული ტელეპროდუქციით უკმაყოფილოებს კი ისღა დაგვრჩენია სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე ვაფიქსიროთ ჩვენი პოზიციები . ჩვენის აზრით მდარე ტელე გადაცემების მიმართ.

(c)lasharela.com

26 მარტს თბილისში რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი სწორედ ინტერნეტ სივრცეში არსებული პროტესტის რეალურ სივრცეში წარმოჩინება მოხდა . აქციას პერფორმანსის სახე ჰქონდა. ყვითელ სანაგვე ურნად ქცეულ ტელევიზორის მაკეტში აქციის მონაწილენი იმ გადაცემების ჩამონათვალს წერდნენ, რომლებიც მათი აზრით ყველაზე მეტად ანაგვიანებს ქართულ ტელე სივრცეს. აქცია მიზნად ისახავდა დაგვეფიქსირებინა საკუთარი პროტესტი ტელე მედია სივრცეში არსებული უხარისხო გადაცემებისადმი. ასევე გვეჩვენებინა მედია საშუალებებისთვის რომ საზოგადეობას აქვს მოთხოვნილება უკეთეს ხარისხსა და პროდუქციაზე.

საკმაოდ საინტერესო იყო შემდგომში აქციის მონაწილეთა მიერ შევსებული ბლანკების წაკითხვა(რომელიც შემდგომში აქციის ორგანიზატორთა მიერ იქნება დასკანერებული ვერსიით გამოქვეყნებული) . როგორც აღმოჩნდა გამოკითხული დაახლოებით 100 მდე ადამიანიდან ქართულ ტელე სივრცეში არსებულ პრობლემატურ გადაცემებს შორის არა მხოლოდ : დღის შოუ , პროფილი , ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ , კომედი შოუ , სპეციალური რეპორტაჟი თუ სხვა გადაცემები იქნა დასახელებული რომელთა მიმართ განსაკუთრებით ხშირად გაისმის კრიტიკა ინტერნეტ სივრცეში , ასევე დავით აქუბარდიას გადაცემის( წამყვანის მიკერძოებული პოზიციიდან გამომდინარე) , ტელეკომპანია აჭარის და მეორე არხის მიმართაც იყო აქციის მონაწილეთა მიერ საკუთარი შენიშვნები დაფიქსირებული.

უცხოპლანეტელები ჰოლივუდს იპყრობენ


ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თბილისის კინოთეატრებში ორი ფანტასტიკური ჟანრის მულტფილმი და ფილმი ვნახე რომელთაც ერთი საერთო ჰქონდათ , ორივე მათგანი უცხოპლანეტელების შესახებ მოგვითხრობდა და თუ ერთი ფილმი ბავშვებისთვის იყო გათვლილი მეორე მათგანის ნახვა საკმაოდ მყარ ფსიქიკას მოითხოვს . ჰოლივუდში როგორც სჩანს ეს თემა საკმაოდ კარგად იყიდება რასაც ვერ ვიტყვით ქართველ მაყურებლებზე . სეანსები საღამოს საათებშიც კი ნახევრად ცარიელ დარბაზებში მიმდინარეობს . მიუხედავად იმისა რომ ამ ფილმების ნახვა ნამდვილად ღირს, ყოველ შემთხვევაში საბჭოთა რეინკარნირებული ფილმების გარიგება 2 ისა და სამსახურეობრივი რომანი 2 ის ნახვას ნამდვილად სჯობს . ჩემი მიკერძოებული პოზიციიდან ასე ვთვლი . გემოვნების ამბავია ვის ნოსალგია აწუხებს, ვის ფანტასტიკური ჟანრის ფილმები იზიდავს.

“მარსზე დედიკოები სჭირდებათ” რობერტ ზენეკისის 3D ფორმატში გადაღებული მულტიპლიკაციური ფილმია . რომელიც ერთი შეხედვით თითქოს საკმაოდ პრიმიტიულადაც შეიძლება მოგეჩვენოთ თუმცა მულტფილმში ბევრი საკმაოდ პრობლემატური საკითხია ნაჩვენები . რასაც ბავშვები გარკვეულ ასაკში ნამდვილად ვერ გაიგებენ, თუმცა კარგი იქნება თუ მშობლები იფიქრებენ ამ თემებზე. კერძოდ გაუცხოებას მშობლებისა და შვილების ურთიერთობებს შორის , სათანადო დროის უქონლობას შვილებისათვის , ბავშვების მიერ მშობლების სიყვარულის სწორად ვერ დანახვის , რომელიც ცხადი მხოლოდ მას შემდეგ ხდება რაც მარსიდან მოსული უცხოპლანეტელები მას როგორც იდეალურ ძიძას ისე შეარჩევენ , მარსიანელი ბავშვების გასაზრდელ რობოტების დასაპროგრამირებლად. საკმაოდ საინტერესოა მარსიანელთა მდგომარეობა, სადაც კოლექტიური დიქტატურა სუფევს , ისინი ემორჩილებიან ტირანს რომელიც დაბადებისთანავე აცილებს ბავშვებსა და მშობლებს , მამაკაცებს სანაგვეზე ველურ პირობებში გასაზრდელად ყრიან, ხოლო მდედრ მარსიანელებს ადამიანთა ინსტიქტებით დაპროგრამებული რობოტები ზრდიან. მულტფილმს საინტერესო განვითარება აქვს , დიდი სიამოვნება მივიღე მისი ნახვისას თუ არ ჩავთვლით ფილმის ქართული თარგმანებისთვის ჩვეულებად ქცეულ ტექნიკურ პრობლემებს , კერძოდ გამოსახულებასა და ხმას შორის დაცილებებს .

რაც შეეხება მეორე ფილმს “უცხოპლანეტელების შემოსევა ბრძოლა ლოს ანჯელესისთვის”, თუ თქვენ უკვე გაუძელით ფილმ “2012″ , ნანახი გაქვთ იაპონიის მიწისძვრის შემდეგ საინფორმაციო საშუალებებში გასული სიუჟტები , ამჯერად კი სპეცეფექტების თანხლებით დიდ ეკრანზე და უცხოპლანეტელებთან ბრძოლის საკმაოდ შთამბეჭდავი კადრების ფონზე გსურთ იხილოთ ეს ყოველივე , ეს ფილმი ნამდვილად თქვენთვის არის განკუთვნილი. ფილმი რომლის დაწყებიდან 15 წუთში იწყება ყველა უბედურება რაც კი სამყაროს შეიძლება დაატყდეს თავს და ფილმის დასრულებამდე გაუთავებლად გრძელდება. ემოციებისა და ადრენალინის მართვა საკმაოდ რთულია ამ ფილმის ნახვისას , წინა ფილმისგან განსხვავებით აქ არა დედიკოებს არამედ საკუთარ ქალაქს გვართმევენ უცხოპლანეტელები და დედამიწის კოლონიად ქცევა აქვთ მიზნად დასახული . ამერიკელი ჯარისკაცბი კი “ხერხი სჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსა” აფორიზმით შთაგონებულნი ცდილობენ ამ ზე ცივილიზაციას სუსტი წერტილი მოუძებნონ . ფილმის დასრულებისას ემოციებისგან სრულიად დაცლილი გამოვედი დარბაზიდან .

ერთადერთი რაც ორივე ფილმში საკმაოდ ცუდად მენიშნა არის ის თუ რა ფორმით გამოსახავენ თანამედროვე ჰოლივუდის რეჟისორები უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებს , ისინი ბევრად უფრო ბოროტები , კოლონიზატორები , აგრესიულები და მოძალადენი გახდნენ, უცნაურია მაგრამ ფაქტია რასაც ჩვენთან ღვთის სასჯელთან აიგივებენ თითქმის ანალოგიური პათოსით ჰოლივუდში უცხოპლანეტელებს მიაწერენ.

don’t go ტანია


16 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბრაზილიელი ჯაზ შემსრულებლის ტანია მარიას კონცერტი გაიმართა. ის თბილისს უკვე მეოთხედ ეწვია და ქართველი მსმენელისთვის მეტ ნაკლებად ცნობილ და საყვარელ შემსრულებლად ითვლება , ყოველ  შემთხვევაში საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა და ბილეთშიც 30 დან 100 ლარამდე თანხის გადახდა არ დანანებიათ ეკონომიკური კრიზისის თუ ფასების მატბის ფონზე . მეტიც ქართული ტელეარხების მიერ გაკეთებულ სიუჟეტებს თუ გადავხედავთ მივხვდებით, რომ კონცერტზე დამსწრეთა დიდი ნაწილი მხოლოდ “სვეწკი პონტიდან ” გამომდინარე ესწრებოდა კონცერტს და არა თუ რა ჟანრის მუსიკის მოსასმენად მიდიოდა ის არ იცოდა, არამედ თავად მომღერალს რა ერქვა ისიც პირველად გაეგოთ. არა სრულებითაც არ ვამართლებ მსგავს სიუჟტებს , ისედაც ერთმანეთის უვიცობაზე საზოგადეოება ზედმეტად ბევრს ქილიკობს . საერთოდაც  არ ნიშნავს კარგ ტიპობას იცოდე ის თუ ვინ არის ტანია მარია, უბრალოდ ლოგიკურია წინასწარ გადაამოწმო ვის მოსასმენად მიდიხარ კონცერტზე სანამ ფულს გადაიხდი ბილეთში . თუმცა შევეშვათ დამსწრე ბეწვის ქურქებში გამოწყობილ საზოგადოებას. მთავარზე გადავიდეთ.

კონცერტი საღამოს 8 საათისთვის დაიწყო , დაწყებამდე კი შატო მუხრანის ღვინის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ მსმენელებს. ფილარმონიის მოსაცდელიდან დარბაზში გადავინაცვლეთ და რამდენიმე წუთში კონცერტიც დაიწყო , კონცერტი რომელსაც დაახლოებით ორი კვირის  განმავლობაში მოუთმენლად ველოდი . მის წინა კონცერტზე ვერწასვლით გულდაწყვეტილს  ამჯერად მეძლეოდა საშუალება ცოცხლად მომესმინა მომღერლისთვის რომლის მუსიკა საკმაოდ თბილ და დადებით ემოციებს აღძრავს მსმენელში.   წინასწარი მოლოდინი კონცერტისადმი ალბათ ზომაზე მეტადაც მაღალი მქონდა . დეიდა ტანაიც საკუთარ ბენდთან ერთად მალევე გამოჩნდა სცენაზე,  კონცერტიც დაიწყო.

ტანია მარიას არ დაზარებია ისეთი ცნობილი კომპოზიციებისა თუ სიმღერების შესრულება როგორიცაა don’t go , mash que nada  , bom bom chiki chiki , besame mucho , …  მიუხედავად ამისა დარბაზი მაინც უხერხულად ფშვინავდა  და სიმღერების შემდეგ უღიმღამოდ უკრავდა ტაშს. ტანიაც თავისთვის იჯდა როიალთან , უკრავდა .  კონცერტის შუაგულში მომღერალიც და მსმენელიც მივხვდით რომ მეტი ღიმილი და ბედნიერება იყო საჭირო , დარბაზიც მეტნაკლებად აყვა მომღერალს და უხერხული მდუმარებაც დაირღვა , რამდენიმე კომპოციზია ტანია მარიამ დარბაზსაც ამღერა , უყვართ ქართველებს მსგავს დროს მომღერლები კომპლიმენტებს რომ ეუბნებიან მერე მეტად მხურვალე ოვაციებსაც არ იშურებენ . აი ახლაც ასე მოხდა  განსაკუთრებით დადებითი ოვაციები კართველ გიტარისტ გია ფეიქრიშვილთან ერთად შესრულებულ კომპოზიცია together-ს მოჰყვა.

საკმაოდ სასიამოვნო საღამო იყო , რატომღაც მთელი კონცრტის განმავლობაში:  ზაფხულზე , ზღვაზე ,  მზეზე და სითბოზე ვფიქრობდი მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში ზომაზე მეტადაც კი ცხელოდა.  იმედი მაქვს  კიდევ ერთხელ მომეცემა ტანია მარიას მოსმენის საშუალება, ამჯერად ზღვისპირა ქალაქში, ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტზე .

ტანია წავიდა , თუმცა პირობა დადო რომ ხმის ჩამწერ სტუდია bravo records ში საკუთარ ერთ კომპოზიციას აუცილებლად ჩაწერს.