ასეთია და მორჩა…

შიდსი

ასეთია და მორჩა. ვერაგი ავადმყოფობაა ეს შიდსი. მაინც უპოვნეს გასაღები. კიდევ მეტსაც უპოვნიან.სამყაროს ჰქონია დაავადებები, რომლებიც საუკუნეები ტანჯავდა და ისინი ახლა არც გარიყვას და არც შიშს აღარ იწვევენ. არ იწვევენ სიკვდილსაც. ამის დროც მოვა. უბრალოდ ეს ზოგადი ამბავია. აქ და ახლა კი , ვითომ მიწისძვრები არ არსებობს. არც ტელევიზორი, არც გაზეთი, არც რადიო, არსად არავის ულაპარაკია ამ ადამიანებთან. მხოლოდ ავისმომასწავლებელი სათაურები და სტატისტიკა. ციფრები, იმის უკან კი ადამიანები, რომლებიც ვითომ არ არიან, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში მიწისძვრები არ ხდებობა. ადამიანი კი აქ და ახლა არსებობს. აქ და ახლამ ტკივა

აკა მორჩილაძე

Advertisements

2 thoughts on “ასეთია და მორჩა…

  1. ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა ჩემთვის, არა მხოლოდ შიდსი, აუტიზმი, დაუნის სინდრომი, ზოგადად მიდგომა და დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ჩვენგან მარტო ოპერაციის ხარჯების დაფინანსება და სახლების აშენება კი არა, მარტივი ადამიანური თანადგომა და სოთბო, ყურადღება სჭირდებათ. ან უბრალოდ ის, რომ რომ არ “შეგვეცოდონ” და მივიღოთ ისეთები როგორებიც არიან. გავუღიმოთ, დავასაქმოთ, სასეირნოდ ან კაფეში წავიდეთ მათთან ერთად. არ “გადავმალოთ” ისინი ჩვენი და ქვეყნის ცხოვრებიდან. ძალიან მაწუხებს ეს თემა. ერის უკულტურობის უპირველესი ნიშანი ამ დროს ესაა – ჯანსაღი დამოკიდებულების დეფიციტი ადამიანების მიმართ. არ უნდა მალავდეს შიდსიანი ასე გმაალებით თავის ავადმყოფობას, არა. იმიტომ რომ შიდსი “არ ტეხავს”, არც ქვეყნიერების დასასრულია უბრალოდ სამწუხაროა. ესაა და ეს.
    არ უნდა გადავაქნიოთ თავი მწუხარებით და გაოგნებული სახეებით და არ ვივიშვიშოთ ხმამაღლა, როცა მშობელი დაუნის სინდრომიან ან ინვალიდ ბავშვს ქუჩაში გამოიყვანს. ის სოციუმის სრულფასოვანი წევრია და ისევე თანაბრად უნდათ სიყვარული და სითბო როგორც სხვა ბავშვებს, არც მეტი, არც ნაკლები.
    იმედია ნაბიჯ-ნაბიჯ მოიხსნება ეს კომპლექსები და არაჯანსაღი დამოკიდებულებები. მე ვფიქრობ თვითონ საზოგადოებამ უნდა იმუშაოს ამ კუთხით და ყველაფერი გამოსწორდება..

    Liked by 1 person

  2. ვმუშაობ ამ მიმართულებით. ახლო მომავალში პროექტს ვიწყებ სადაც აქტიურად იქნება ამ თემების განცხილვა და ხილვადობის გაზრდას სწორი ფორმებით შეძლეისადაგვარად შევძლებ. ბევრ პრობლემას შევეჩეხე ბოლო თვეების განმავლობაში და ვეცდები ჩემი ერთი აგური დავდო ამ მიმართულებით. წაყრუება და სირაქლემას პოზა გამოსავალი არ არის. არც საცირკო სანახაობად ქცევაა გამოსავალი მსგავსი თემების გაშუქებისას. ვნახოთ რა გამომივა. ამ ბლოგზეც ვეცდები რომ მარტივი ფორმებით მივიტანო სწორი მესიჯები საზოგადოების მცირე ნაწილთან.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s