პეტიცია საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროსთვის სტატუსის აღდგენაზე

                                 პეტიცია საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროსთვის სტატუსის აღდგენაზე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის № 03/108 და საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 ივლისის  №563  ბრძანებათა საფუძველზე, საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო ამოღებულ იქნა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა სიიდან.

ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა, ერთი მხრივ, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2006 წელს საყდრისის ოქროს საბადოსთვის სამართლებრივად გაუმართავი დოკუმენტაციის საფუძველზე უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების გარემოებას, ხოლო მეორე მხრივ,   კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი „ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის“ დასკვნას.

ნაცვლად იმისა, რომ სამინისტროს გამოესწორებინა წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომა და სამართლებრივად გამართული უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭებინა საყდრისის უძველესი მაღაროსთვის, სამინისტრომ მხოლოდ გააუქმა ეს სტატუსი.

გარდა ამისა, სამინისტროში შექმნილი 11–კაციანი კომისიის შემადგენლობაში არ იქნა შეყვანილი არც ერთი ქართველი, თუ უცხოელი სპეციალისტი, რომელიც  საყდრისის არქეოლოგიურ კვლევა–ძიებაში უშუალოდ იღებდა მონაწილეობას. უფრო მეტიც, კომისიაში შეყვანილი იქნენ მატერიალური მოგებით დაინტერესებული მხარის, ოქროს მომპოვებელი კომპანიის – RMG Gold-ის კონტრაქტორები, ის სპეციალისტები, რომლებსაც არ გააჩნიათ გამოცდილება სამთო არქეოლოგიასა და არქეომეტალურგიაში, ან საერთოდ იმ არქეოლოგიური პერიოდის კვლევაში, რომელსაც ეკუთვნის საყდრისის უძველესი მაღარო.

კომისიაში შეყვანილ იქნა შესაბამისი არქეოლოგიური პერიოდის მხოლოდ ორი სპეციალისტი, რომლებმაც წერილობით დააფიქსირეს, რომ საყდრისის საბადო წარმოადგენს მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლს, რომლის აღება, მისი ბოლომდე შესწავლის გარეშე, დაუშვებელია. მინისტრმა ამ სპეციალისტთა აზრი არ გაიზიარა და საყდრისის მაღაროს შემსწავლელ ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან კონსულტაციის გარეშე, იგივე ბრძანებით, ამ ობიექტის არქეოლოგიური შესწავლის დასრულება ა.წ. 15 სექტემბრით განსაზღვრა, რაც სრულიად არარეალური დროის მონაკვეთია ძეგლის სრულყოფილად შესწავლისთვის.

კომისიის წევრებიდან საერთო დასკვნას ხელი არ მოაწერა კულტურის სამინისტროს ორმა წარმომადგენელმა, თუმცა, მათ თავისი რეკომენდაცია ცალკე წარმოადგინეს წერილობით. სამინისტროს ამ თანამშრომლებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს ძეგლის სტატუსის შესაბამისობაში მოყვანა მოქმედ კანონმდებლობასთან (და არა გაუქმება, როგორც ეს მინისტრმა გააკეთა) და ძეგლის საბოლოო შესწავლის მიზნით, კომპანიასა და მკვლევარებს შორის შეთანხმება, რათა გონივრულ ვადებში მომხდარიყო ობიექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება, რაც, მათი აზრით, აუცილებელია შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად. მინისტრმა არც ამ კომისიის წევრთა, ანუ მისივე თანამშრომელთა, რეკომენდაციები გაითვალიწინა!

Image

 

კომისიის ერთ–ერთმა წევრმა, რომელიც სულ სხვა არქეოლოგიური პერიოდის სპეციალისტია, ყოვლად უსუსური არგუმენტაციით, დაასკვნა, რომ საყდრისში უძველესი ოქროს მაღარო არასოდეს ყოფილა. ეს ის პიროვნებაა, რომელიც ამავდროულად არის არქეოლოგიური კომისიის წევრიც, იმ კომისიის, რომელსაც ევალება არქეოლოგიური კვლევა–ძიების ანგარიშების განხილვა/შეფასება, თუმცა, წლების მანძილზე, მას არც არქეოლოგიურ კომისიაზე და არც საყდრისისადმი მიძღვნილი საანგარიშო მოხსენებების მოსმენისას, არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ, რომ ეს ძეგლი არის უძველესი ოქროს საბადო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილება დაეფუძნა შესაბამისი კვალიფიკაციის არ მქონე და ტენდენციურად განწყობილი კომისიის წევრების დასკვნებს.

მოვითხოვთ, საყდრისის უძველეს მაღაროს თავიდან მიენიჭოს უძრავი ძეგლის სტატუსი და გაგრძელდეს დაგეგმილი საერთაშორისო, ინტერდისციპლინური კვლევა წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე.

 

შემოუერთდით პეტიციას შეავსეთ თქვენი მონაცემები მოცემულ ბმულზე : http://www.petitions24.com/sakdrisi

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s