სინათლის სვეტი

მაკა ნათელაურის წიგნი უკვე ჩემია. აღფრთოვანებული ვარ მოთხრობებით. უნიჭიერესი გოგოა მაკა. მიბრძანდით საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში. გადარიცხეთ 5 ლარზე მეტი ოდენობის თანხა”საქართველოს ბანკის მომავლის ფონდში” და დასაჩუქრდებით ამ წიგნით. რომლის წაკითხვას ყველას გირჩევთ. მაკა ნათელი მაგალითია იმის რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია და ადამიანს თავზე დამაგრებული ჯოხითაც კი ასეთი ტექსტების შექმნა შეუძლია.

20140429-235549.jpg

20140429-235541.jpg

“სიცოცხლის ხე” მაკა ნათელაურის ისტორია

თბილისის მერია საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსებას წყვეტს

თბილისის მერია წყვეტს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსებას. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით თბილისში მდებარე თითოეულ ეკლესიაზე 10 000 ლარის ოდენობის დახმარება იყო გათვალისწინებული, ბიუჯეტში შესაბამისი თანხების უქონლობის გამო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გათვალისწინებული დახმარება თბილისის მერიამ შეწყვიტა .    ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ

Image

თბილისის საკრებულოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში მდებარე მართლმადიდებლური ეკლესიისთვის თითოეულზე 10 000 ლარის გამოყოფას ეხება, გვინდა ავღნიშნოთ, რომ ამ ეტაპზე დედაქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი რესურსი არ არსებობს, ასევე მიმდინარე ეტაპზე შეუძლებელია ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება და შესაბამისი პროგრამების ზრდა, რადგან მოქმედი კანომდებლობის მიხედვით, არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის

შესაძლებლობა შეზღუდულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის მერია ტრადიციულად ახორციელებდა და ახორციელებს თბილისში მოქმედი მართლმადიდებლური ტაძრებისა და სხვა რელიგიური კონფესიების მხარდაჭერას კონკრეტული პროექტების მიხედვით, რისთვისაც 2013 წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან მიზნობრივად მიიმართა 1 542 462 ლარი, 2014 წელს კი უკვე გამოყოფილია 735 000 ლარი.

თბილისის მერია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზადყოფნას იმოქმედოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით და საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები დედაქალაქის ბიუჯეტში მართლმადიდებლური ტაძრებისა და სხვა  რელიგიური კონფესიების მხარდაჭერის მიზნით.”

წყარო: http://new.tbilisi.gov.ge/news/1599

მზის ფესტივალი გთავაზობთ ხატვის კონკურსს, სახელწოდებით – “მე ვხატავ მზეს”

ძვირფასო ბავშვებო და მშობლებო, მზის ფესტივალი გთავაზობთ ხატვის კონკურსს, სახელწოდებით – “მე ვხატავ მზეს”. თქვენი დავალებაა დახატოთ მზიურის მზე და გვაჩვენოთ თუ როგორ პერსონაჟად წარმოგიდგენიათ ის. 

Image
კონკურსის წესები: 

აუცილებელი პირობაა, რომ საკონკურსო ნახატზე მთავარი გმირი იყოს მზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 12 წლამდე ასაკის ბავშვებს. 
კონკურსანტები არ არიან შეზღუდულნი ნახატის შესრულების სტილსა და მასალაში. 
თითოეულ კონკურსანტს შეუძლია რამოდენიმე ნამუშევრის გამოგზავნა.
საკონკურსო ნამუშევრების მიღება დაიწყება 21 აპრილიდან და გაგრძელდება 26 მაისის ჩათვლით. 
ნახატი გამოგვიგზავნეთ მზის ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეhttps://www.facebook.com/1ivnisi გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ავტორის სახელი, გვარი, ასაკი და ტელეფონის ნომერი. 
ფეისბუქზე ნახატის გამოქვეყნების შემდეგ მონიშნეთ თქვენი თავი, მშობელი ან მეურვე.
გვერდის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, არ გამოაქვეყნოს ნახატი, რომელიც არ შეესაბამება კონკურსის სტანდარტებს.
გვერდის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს კონკურსიდან მოხსნას ის მონაწილე, რომელიც შემჩნეული იქნება არაკეთილსინდისიერი გზით Like-ის მოზიდვაში.
ჟიურის წევრების ვინაობა კონკურსის დასრულებამდე საიდუმლოა.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 4 გამარჯვებული 2 ასაკობრივ კატეგორიაში (6 წლამდე და 6 დან – 12 წლამდე).
თითო ასაკობრივ კატეგორიაში იქნება 1 გამარჯვებული Like-ის რაოდენობის მიხედვით და 1 ჟიურის რჩეული. 

Like-ების მიხედვით ყველაზე რეიტინგული 100 ნამუშევრის და ჟიურის წევრების რჩეული ნამუშევრების გამოფენა და დაჯილდოვება მოხდება “მზის ფესტივალზე”, 1 ივნისს, ბავშვთა ქალაქ “მზიურში”, 15:00 საათზე. 
გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემათ მშობლის ან მეურვის თანდასწრებით.

გამარჯვებულებს გადაეცემათ: 

6 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულთათვის განკუთვნილი პრიზები: 

Like-ბის რჩეულს: საოჯახო ფოტოსესია ფოტოგრაფ ანა გოგუაძისაგან.
ჟიურის რჩეულს: ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის 1 თვიანი უფასო კურსი.

6 დან 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულთათვის
განკუთვნილი პრიზები :

Like-ბის რჩეულს: გამომცემლობა დიოგენესაგან წიგნები. 
ჟიურის რჩეულს: ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის 1 თვიანი უფასო კურსი. 

ოთხივე გამარჯვებულს გადაეცემა საჩუქრები ჯეოსელისგან, ასევე სოკომოროს ხელნაკეთი სათამაშო, რომელიც დამზადდება გამარჯვებულის ნახატის/ესკიზის მიხედვით.

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა იხსნება

22 აპრილს 17.00 საათზე საქართველოში პირველად საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა გაიხსნება. სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, რომელის იდეაც ამერიკული საპრეზიდენტო ბიბლიოთეკებით იქნა შთაგონებული, სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის 22 აპრილიდან იქნება ღია.

მე-20 საუკუნეში ამერიკის შეერთებულ შტატებში დამკვიდრებული ტრადიიციის თანახმად, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკები არქივის და მუზეუმის ფუნქციის გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრის როლს ასრულებს.

ფონდი „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების განვითარებას, დემოკრატიული სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებას და საზოგადოებრივ დისკუსიას დემორკატიის და თანამედროვეობის მნიშვნელოვან საკითხებზე.
Library
ბიბლიოთეკა მომხმარებელს შესთავაზებს საქართველოში საუკეთესო პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების ლიტერატურის კოლექციას, უნიკალურ გამოცემებს არქიტექტურის და ურბანისტიკის დარგში, წვდომას პოპულარულ სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებთან. სპეციალურად ბიბლიოთეკისთვის შეძენილი უახლესი ლიტერატურის გარდა, ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია წიგნები და ალბომები მიხეილ სააკაშვილის პირადი არქივიდან, სხვადასხვა დროს პრეზიდენტისთვის ნაჩუქარი წიგნებიდა ნივთები.
ბიბლიოთეკის ერთერთ ძირითად საქმიანობას მსოფლიოში აღიარებული ექსპერტებისა და მოქმედი პოლიტიკოსების საჯარო ლექციების, საერთაშორისო კონფერენციების და დისკუსიების ჩატარება წარმოადგენს.
ბიბლიოთეკის შენობის დიზაინის ავტორი ცნობილი გერმანელი არქიტექტორი იურგენ მაიერია. ულტრათანამედროვე სამკითხველო და საკონფერენციო სივრცეების გარდა ბიბლიოთეკაში იმუშავებს კეთილმოწყობილი შეხვედრების დარბაზები და ორიგინალური კაფე შენობის სახურავზე.

გია ფეიქრიშვილის ჯგუფი BOTTOMS UP & თამუნა შავერდაშვილი White Lounge ში

შაბათს, 19 აპრილს, 20:00 White Lounge წარმოგიდგენთ: გია ფეიქრიშვილის ჯგუფს – BOTTOMS UP

Image
LINE UP
თამუნა შავერდაშვილი
ალექს პაპიაშვილი
გაგა ჭიბალაშვილი
მობრძანდით, მოუსმინეთ ცოცხალ მუსიკას და შეხვდით აღდგომის დღესასწაულს სასიამოვნო გარემოში.
მისამართი: გ. ტაბიძის 3/5.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე

ტელ: 595 01 81 41/598359050

 

შემოქმედებითი სივრცე კანდიდუსის სააღდგომო გამოფენა გაყიდვა

17 აპრილს დღის 14:00 დან თბილისში ფესტივალ რესტავრაცია დივანში(ტაბიძის 3/5)  ა/ო ვიმეგობროთს ორგანიზებით , შემოქმედებითი სივრცე კანდიდუსის პროექტის, “ხელოვნება გვამეგობრებს” სააღდგომო თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების, მათი მეგობრების, მოყვარული და პროფესიონალი მხატვრების მიერ შესრულებული ხელნაკეთი  სააღდგომო ხის კვერცხები. ნამუშევრების ღირებულება 5 დან 100 ლარამდე იქნება. მსურველებს საშუალება ექნებათ ადგილზე თავადაც მოხატონ ხის კვერცხები. შემოსული თანხა მოხმარდება კანდიდუსის შემდგომ აქტივობებს.

შემოქმედებითი სივრცე „კანდიდუსი“, თავის თავში მოიაზრებს სალონს და სოციალურ საწარმოს, სადაც გაიყიდება მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვებული შშმ ადამიანთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების შემსწავლელ სახელოსნოს, სადაც ნებისმიერ შშმ ბავშვსა თუ მოზარდს უსასყიდლოდ შეეძლება, სახელოვნებო არაფორმალური განათლების მიღება, მისაწვდომ ფიზიკურ და ინკლუზიურ გარემოში, ადაპტირებული მეთოდოლოგიით და კვალიფიციური სპეციალისტების ხელშეწყობით

20140417-005559.jpg

20140417-005608.jpg

20140417-005618.jpg

20140417-005626.jpg

20140417-005634.jpg

20140417-005643.jpg

20140417-005652.jpg

20140417-005700.jpg

20140417-005708.jpg

20140417-005720.jpg