მიმართვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელს გია კაკაჩიას

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობლის, ინგა ლოლაძის მიმართვა, რომელსაც  gabo.ge უცვლელად გთავაზობთ

ბატონ (!?) გია კაკაჩიას

Image

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, რეალური სივრცის ჩაწერის შემდეგ მინდოდა ეს წერილი, სტატია, სტატუსი თუ ვინ რას დაარქმევს არ ვიცი, დამეწერა. დრო არ მქონდა და ძალიან ვნანობ…გუშინ ღამე, გადაცემა “რეალური სივრცე” ჯერ დამთავრებული არ იყო, ჩემმა უმცროსმა დამ დამირეკა – გოგო, შენ რა, დამუნჯდი? რატომ მიეცი ვიღაც კაკაჩიას უფლება მასეთი ტონითა და ლექსიკონით ელპარაკა? მარტო უკმაყოფილო გამომეტყველებით მასეთ ვაი-ადამიანებს რომ ვერ გააჩუმებ, არ იცი? არ შევპასუხებივარ, რადგან მართალი იყო ჩემი და.ახლა, თუ დაგვიანებული არაა, და ვფიქრობ, რომ მართლაც სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მინდა სოციალური ქსელის საშუალებით მივმართო ბატონ(?) გია კაკაჩიას :

Image

ბატონო გია, ვნანობ, რომ მხოლოდ დღეს გამოვნახე დრო, თქვენს ერთიკვირისწინანდელ “კორექტულ” და “კომპეტენტურ” გამოსვლას ვუპასუხო. ვნანობ, რომ როდესაც ქალბატონ თეა ჩანადირს, რომელიც, მერწმუნეთ, თქვენზე ბევრად კომპეტენტური და თქვენზე ბევრად ბევრის მცოდნეა იმ საკითხში, რაზეც თქვენ ისე დამაჯერებლად საუბრობდით, შეურაცხყოფა მიაყენეთ, მე გაოცებისაგან მხოლოდ თვალები გამიფართოვდა. ვნანობ რომ არ მოვითხოვე დაგეტოვებინათ სტუდია, როდესაც შეურაცყოფა მიაყენეთ ქალბატონ ანა აბაშიძეს, როდესაც მან “გაბედა” და კორექტულობისკენ მოგიწოდათ, როდესაც მან ნათლად დაგანახათ რამდენად არაკომპეტენტური ბრძანდებით და რამდენი ტყუილის თქმა მოასწარით სულ რაღაც 3-4 წუთში. ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებ, რომ ისევ მხოლოდ თვალებგაფართოებული გისმენდით, როდესაც ათეულ ათასობით მშობელს შეურაცხყოფა მოგვაყენეთ, როდესაც ათეულ ათასობით ადამიანის ღირსება არაფრად ჩააგდეთ და… ბატონო გია, მე საქართველოს მოქალაქე ვარ. ვცხოვრობ და ვმუშაობ პოლონეთში და შესაბამისად ვიხდი გადასახადებსაც. და მერწმუნეთ, ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ და არ გაბედავს, თავად ქვეყნის პრეზიდენტი არ მისცემს თავს უფლებას, დამელაპარაკოს მე ან თავისი ქვეყნის რომელიმე მოქალაქეს იმ ტონითა და ლექსიკონით , როგორითაც თქვენ მოგვმართეთ. და იცით რატომ? თქვენგან განსხვავებით იციან, რომ ისინი ჩვენ გვყავს დაქირავებული, ჩვენ ვუხდით ხელფასს და ჩვენი დაკვეთების შემსრულებლები არიან. რამდენი წელი უნდა უშალოთ ადამუანებს ნერვწბი რომ თქვენც მუხვდეთ ამას? ევროპისკენ და დასავლეთისკენ ლტოლვა მაგ მენტალობითა და აზროვნებით სხვა თუ არაფერი, უხერხულია.ევროპაზე გამახსენდა – თქვენ საკმაოდ “ვრცლად” ისაუბრეთ და წარმატებულად შეძელით ჩვენთვის არ მოგეცათ ნამდვილ ევროპულ მოდელზე საუბრის საშუალება. რაც სტუდიაში ვერ ვთქვი, იმას თავს დავანებებ და სულ ახალ ამბავს გაგიმხელთ : სულ რამდენიმე დღოს წინ პოლონეთის სეიმი ლამის შტურმით აიღეს შშმ ადამიანების მშობლებმა და მზრუნველებმა. და იცით რა მოითხოვეს? 24 საათის განმავლობაში შშმ შვილებს, ქმრებს, დებს, დედებს, ძმებს, მშობლებს რომ ვუვლით, სამსახურში(მუშაობაში) უნდა ჩაგვეთვალოსო. და იცით რა პასუხი მიიღეს? სეიმმა მიიღო კანონი, რომ უკვე წელს ამ ადამიანებს ხელფასის სახით (ნახევარ განაკვეთს უთვლიან) ყოველთვიურად 1200 ზლოტს (400 $) გადაუხდიან, მომავალ წელს 1400 ზლოტს, 2015 წლის ბოლიდან კი მათი ხელფასი 1500 ზლოტი (500) დოლარი გახდება. წარმომიდგენია, ასეთი მოთხოვნით თქვენთან რომ მოვიდეთ ბატონო გია… სტატუსი მხოლოდ 100 ლარისთვის გვინდა თურმე და მერე რას დაგვაბრალებთ, რა ფანტაზიის პატრონი ბრძანდებით, საინტერესოა.დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატუსების წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ადამიანის შეურაცხყოფა და დამცირება თქვენთვის არახალია. ბატონო გია, ვნანობ, რომ “ბატონოთი” მოგმართავდით ისეთ ადამიანს, რომელსაც ოდნავაც არ ანაღვლებს სხვა ადამიანების ბედი, უკაცრავად და, სულ ცალ ფეხზე კიდია ქალის პატივისცემა, რომელმაც არ იცის რომ საკუთარი გამოსვლის შემდეგ სტუდიაში მყოფ სხვა გამომსვლელებს უნდა მოუსმინოს და ძილმა და მთქნარებამ არ უნდა აჯობოს. რა ვიცი, რა ვიცი…

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s