#WETNWILD

15 ივნისს #WETNWILD გაიმართება. გველის სასიამოვნო გარემო და პოზიტიური განწყობა. გაატარეთ ვიქენდი თეთრ ტბაზე, გაიარეთ სმაილკონტროლი და დაესწარით ერთ დღიან DJ ფესტივალს

სიყვარულოვნას ბლოგი

WETNWILDვინაიდან და რადგანაც ზაფხულია და მე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მიწევს სახლში ვიჯდე სამსახურის გამო, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით ვადევნებ თვალყურს რა იგეგმება ვიქენდებზე.

ამ კვირას, 15 ივნისს, ფაქტობრივად თბილისში, გადასარევი Pool Party-ია დაგეგმილი. გლდანში, თეთრ ტბასთან აუზი იხსენა. იქნება კარგი მუსიკა, კარგი ხალხი და გადასარევი განწყობა. ყველაზე მეტად Face control- მომეწონა. კონტროლს გაივლის არა თქვენი ჩაცმულობა ან ვიზუალი, არამედ ღიმილი ^_^ მოწყენილი დ დარდით აღსავსე სახეები იქ არ იქნება.

WETNWILD

ფესტივალს, სახელწოდებით #WETNWILD,  Generation Y წარმოგიდგენთ Funday Intertainment თან ერთად. გარუჯვა, მზე, მუსიკა, ბევრი ღიმილიანი სახე, ბევრი პოზიტივი და ყველაფერი იმისთვის რომ დღემ არაჩვეულებრივად ჩაიაროს. აღნიშნული პროექტი პირველად შარშან გაიმართა და გაამართლა. გაამართლა ლოკაციამ, გაამართლა პოზიტივმა და მუსიკამ 🙂

ფესტივალზე შესვლა სულ რაღაც 10 ლარი ეღირება და დილის 9-საათიდან გაიხსნება. მე თუ მკითხავთ, 10 ლარი ნამდვილად იაფია ერთი პოზიტიური დღისთვის.
ასე, რომ დაივიწყეთ ყველანაირი საქმე და გამოცდები და გაერთეთ აქვე, თბილისში!

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ WETNWILD-ის ფეისბუქ გვერდს ( https://www.facebook.com/WETNWILDofficial )  ან ივენთ

View original post 17 more words

#WETNWILD DJ ფესტივალი ქლაბინგის მოყვარულთათვის

WETNWILD

ქლაბინგის მოყვარულებს კიდევ ერთი პოზიტიური საღამო ელით  15 ივნის #WETNWILD DJ ფესტივალის სახით.  ფესტივალი ქალაქგარეთ, გლდანში, თეთრი ტბის მიმდებარედ გაიმართება, სადაც აუზის გახსნა იგეგმება. ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მზე, აუზი, რუჯი, ბევრი ღიმილიანი სახე, პოზიტიური განწყობა ეს ივენთის მთავარი ხიბლი იქნება.  #WETNWILD DJ ფესტივალი დღის 9 საათიდან გვიან ღამემდე მიიღებს სტუმრებს. ფესტივალზე მოსახვედრად საჭიროა ღიმილიანი სახე და პოზიტიური განწყობა.  სმაილკონტროლი ეს ფესტივალის ინოვაციაა.

 აღნიშნული პროექტი შარშანაც გაიმართა ამავე ლოკაციაზე.  მისი ორგანიზატორი Generation Y   გახლავთ Funday Intertainment  ერთად.  გართობის მოყვარულებს წინ დაუვიწყარი საღამო ელით. თბილისი, რეგიონებზე რომ არაფერი ვთქვათ,  მსგავსი ფესტივალების ნაკლებობას განიცდის.  კლუბური ცხოვრება ამ ქალაქში თითქმის არ არის და არსებული კლუბებიც ერთმანეთის მიყოლებით ჯერ სერვისს აფუჭებენ, შემდეგ კი იხურებიან. ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა ახალი ლოკაცია, თუნდაც ერთი დღით.  ფესტივალის ბილეთი 10 ლარი ღირს. Be Positive With Us ეს ფესტივალის სლოგანია. გირჩევთ 15 ივნისის საღამო გაატაროთ პოზიტიურად, ეწვიოთ თეთრ ტბას გლდანში, გაირუჯოთ, იმხიარულოთ, გაატაროთ საღამო სასიამოვნო გარემოში, და მოუსმინოთ ხარისხიან ელექტრონულ მუსიკას. #WETNWILD DJ ფესტივალზე შემდეგი DJ ები გამიქსავენ.

➲ EiS
➲ Gabi
➲ a2k
➲ Anar Alizadeh
➲ Qasra
➲ Bebe

გიზიარებთ #WETNWILD DJ ფესტივალის 2013 წლის ვიდეოს და ფოტოებს, იმისათვის რომ წარმოდგენა შეიქმნათ თუ რა გარემო დაგხვდებათ ფესტივალზე.   მე უკვე დავგეგმე კვირა, შუა დღის შემდეგ #WETNWILD ზე  ვგეგმავ წასვლას. ამის რამდენიმე მიზეზი მაქვს: ერთი  მიყვარს სიახლე, მეორე მაქვს მოლოდინი რომ გასული წლის მსგავსად წელსაც ანალოგიურად კარგი საღამო იქნება, მესამე მომწყინდა ერთი და იგივე ადგილას გატარებული WEEKEND ები, რომლებიც სულ უფრო მეტად ემსგავსება სამუშაო კვირის რუტინას. და მეოთხე კარგი Line UP . აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ მენიუს ფასებს იმისათვის რომ წინასწარ გათვალოთ თუ რამდენის დახარჯვა მოგიწევთ გართობაში. დაგეგმეთ დღე გონივრულად 😉  სასიამოვნო WEEKEND გისურვებთ

WETNWILD

სასიამოვნო WEEKEND  გისურვებთ.  Be Positive With Us!

 WETNWILD WETNWILD WETNWILD WETNWILD

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება „იმედის ფესტივალთან“ დაკავშირებით

10404836_839555852741289_1614167668_oგანცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით “იმედის საერთაშორისო ფესტივალთან” დაკავშირებით განვითარებულ  მოვლენებს და მიგვაჩნია, რომ ფესტივალის გამართვისთვის ხელშეშლა ღონისძიების ორგანიზატორ რელიგიურ გაერთიანებებსა და ფესტივალის მონაწილეებს უზღუდავს რელიგიის თავისუფლებას და შეიცავს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო ნიშნებს.   

View original post 613 more words