ჯეკი

ჯეკი

***

ლიზამ იცოდა რომ ქალი იყო და ქალობდა კიდეც, აი ეს ჯეკი თავადაც ვერ გაეგო ვინ იყო, გამჭვირვალე უფერო არსება რომელიც სულ თან დასდევდა.  ჯეკიც მის მიერ მოფიქრებული სახელი იყო.  დეიდა ლიზამ სოხუმიდან რომ წამოიღო, იმ თოჯინას ერქვა, ჯეკი. ერთადერთი მოგონება  ქალაქის და მახსოვრობა დაბადების ადგილის. ლიზას სოხუმი სიზმარშიც არ ენახა. მხოლოდ იცოდა რომ ჯეკი იყო სოხუმიდან.  თოჯინა, კაცმა არ იცის ომს გამოქცეულებმა თითო ხელი ტანსაცმელი ძლივს  რომ წამოიღეს თან რატომ ატარეს ამხელა გზაზე. ხო და მნიშვნელოვანი იყო. გარდაცვლილი დეიდის ერთადერთი სახსოვარი, თან როგორი.

25 წლის გოგოს, ასე უცხომ და თანაც  გამჭვირვალემ რომ დაუწყო დევნა ჯეკი დაარქვა. სახელი ხომ უნდა რქმეოდა. თავად ხმას არ იღებდა, მხოლოდ დაჰყვებოდა. ჯეკიც სულ თან დაჰქონდა, დიდთავა თმახუჭუჭა საბჭოთა სათამაშო. ამ უფერო ჯეკს კი ვერ გაიგებდი დაჰყვებოდა თუ დაჰქონდა, თან მარტო ლიზა ხედავდა, რამდენჯერმე მეგობრებთან წამოსცდა, გაიცანით ჯეკიო და მწარედ დაიცინა. ლიზა მიხვდა რომ ჯეკი მისი ტვირთი იყო.  მოულოდნელად გამოჩნდებოდა და მოულოდნელადვე ქრებოდა. ჯეკიც ასე იყო ხან ლოგინის ქვეშ, ხან კარადაში, ხანაც მაცივარში იმალებოდა.

ოოო დიდი ისტორიები ტრიალდებოდა ჯეკი როდესაც დაიკარგებოდა ხოლმე. პირს რომ დააღებდა და ტირილს მორთავდა. ვიღა გააჩერებდა. ჯეკი უნდოდა, ჯეკი კი იმალებოდა.  ბებია ჟუჟა დიდ სამძებრო ოპერაციას იწყებდა ხოლმე. გადააქოთებდნენ სახლს და ვოალა, აი ისიც ჯეკი მაცივარშია.

ჯეკი პირველად გეგეშიძის ბაღში დაინახა.  დიდი შავი და ბრიალა თვალები ქონდა. ტანზე რა ეცვა ვერ გაიგებდი, არც ის ეტყობოდა ქალი იყო თუ კაცი. ტანად იმდენად პატარა იყო ჯუჯა გეგონებოდა. თან ჯუჯასაც არ გავდა. ლიზას ჯუჯები ცირკში ჰყავდა ნანახი, ეს კიდევ არ ჰგავდა იმ ცირკის ჯუჯას.  ჯეკი იყო რა, იმ თოჯინას ჰგავდა.

ლიზას ეშინოდა, აბა როგორი საქმეა ჭინკასავით არსება რომ დაგსდევს თან. ფიქრობდა მანიაკიაო.  მანიაკები ბოროტები არიან, ჯეკი კი ბოროტს არ ჰგავდა, ჯეკს ჰგავდა. თან მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა როდესაც ლიზას განსაკუთრებულად ეშინოდა.  მოვიდოდა მის წინ დადგებოდა და დიდი შავი თვალებით უყურებდა. ლიზას შიში სულ უფრო მეტად იპყრობდა.  თან რა ექნა არც ის იცოდა: ეყვირა, ეწივლა, რას უშველიდა. ჯეკის სხვები ვერ ხედავდნენ.  ჯეკი ლიზას ტვირთი იყო. აეკიდებოდა ასე სამი ოთხი დღით და მერე უჩინარდებოდა.

თავიდან შოზოფრენიას აბრალებდა, ლიზას ამბავი აშინებდა. ლიზა ქალობდა, რა დროს შიზოფრენია იყო.  დღე-დღეზე თეთრ ჰამერზე შემომჯდარ პრინცის გამოჩენას ელოდა. ბედს რომ სწეოდა. აი ისე მისი დაქალები რომ დათხოვდნენ. ჰამერი არც ერთის ქმარს არ ჰყავდა მაგრამ ქმრები ხომ იყვნენ.  ლიზასაც უნდოდა ქმარი. მაგრამ რომელ ქმარს ენდომებოდა ლიზა რომელსაც ჯეკი დაჰყვება თან. „-დროულად უნდა წავიდე ექიმთან“ ფიქრობდა ლიზა.  მაგრამ რა უნდა თქვას.  ჭინკა დამსდევს და დიდი შავი თვალები აქვსო. ლიზა ეგ ქალი არ იყო თავი სამსახარაოდ გაეხადა.   მწარედ ახსოვდა დაქალების ხურხუციც. ჯეკი რომ გააცნო ვითომ.  მერე კი თავს იმართლებდა, ვიხუმრე გოგოებოო.

ლიზამ გადაწყვიტა ჯეკს დალაპარაკებდა. თავი რომ დაენებებინა. ან ის მაინც გაეგო რისთვის დაჰყვებოდა თან. მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არ იყო. ჯეკი მხლოდ მაშინ ჩნდებოდა როდესაც ლიზას ეშინოდა.  ლიზას ყოველთვის არ ეშინოდა.  თან იმასაც ვერ ხვდებოდა ჯეკი როდის ჩნდებოდა ხოლმე. დიდი საფიქრალი ჰქონდა ლიზას.  არა და ბუწიკებში სეილებია, იქ რომ დაეჩითოს. ან კიდევ უარესი კლუბში ტუსაობისას.

ლიზა ჯეკის რომ ხედავდა ცივი ოფლი ასხამდა, შიში უძლიერდებოდა, ჯეკი მოვიდოდა ჩახედავდა თვალებში, მერე უკან დაუდგებოდა და ასე აედევნებოდა ხოლმე. ბოშა ბავშვივით, რუსთაველზე რომ დასდევენ უცხოელ ტურისტებს.  ორი სამი დღის მერე კი ეჩვეოდა კიდეც, აღარც ეშინოდა. მერე ჯეკიც  ქრებოდა, აკლდა კიდეც ცოტა ხნით  უჯეკობა. ლიზა როგორც კი მარტო დარჩებოდა ლაპარაკს უწყებდა. მაგრამ ჯეკი ხმას არ იღებდა. მხოლოდ დიდი ბრიალა შავი თვალებით უყურებდა. 

ასე მეორე თუ მესამე გამოჩენისას გადაწყვიტა რომ სახელი დაერქმია. ღამე მარტო რომ დარჩა საუბარი დაუწყო:

-იცი მე თოჯინა მყავდა ჯეკი, იმას გავხარ. ჯეკი რომ დაგიძახო შეიძლება?

– ლაპარაკი იცი ?

– რატომ დამსდევ?

-მარტო მე გხედავ ხომ?

-ის ხარ შენ რა ქვია იმას ჟუჟა რომ ზღაპრებში მიკითხავდა. ხო ხო ჭინკა.

-ფრჩხილები უნდა დაგაჭრა თუ როგორ იყო ეგ ?

-აუუუუ

ლიზას ჯეკი გაახსენდა,  მისი ბავშვობის სათამაშო და დეიდის ერთადერთი სახსოვარი.  ნეტავ სად შეიძლება ყოფილიყო. ის დიდთავა სათამაშო. ამერიკულ საშინელებათა ფილმების პერსონაჟს რომ ჰყგავდა. ბავშვობისას ისე ძლიერ უყვარდა გვერდიდან არ იცილებდა ახლა ისიც არ იცოდა სად შეძლება, რომ მოეძებნა. ჟუჟა შეინახავდა მანსარდაში. მაგან იცოდა ძველმანების ერთ სკივრში შენახვა. ლიზამ გადაწყვიტა დილა რომ გათენდებოდა მანსარდაში ასულიყო. ჯეკი უნდა ენახა.

ლიზა გათენებას აღარ დაელოდა, ჯეკისაც უთხრა წამოდიო. მანსარდაში ჩუმად ავიდა სხვებს რომ არ გაეგოთ. სკივრის ძებნა დაიწყო. მალევე მიაგნო, დიდ ძველმანების ყუთს. ათასი რამ იყო სკივრში. ძირითადად ბებიის ახალგაზრდობის დროინდელი კაბები. ბიჟუტერია. ვერცხლის სამკაულები, ჟუჟას ქალიშვილობის ან შეიძლება იმისი ბებიის ქალიშვილობის მზითევიც. სურათების ალბომი და ჯეკი. აი ის დიდთავა თოჯინა. ლიზა 25 წლის ასაკშიც ბავშვურად რომ კიდევ გაახარა მისმა გამოჩენამ. თან ეს ჯეკიც დაჟინებით უბრიალებდა თვალებს. გვერდიდან არ სცილდებოდა. ლიზამ სურათების ალბომების თვალიერება დაიწყო.  ალბომში ფოტო იყო. მანამდე არასოდეს ენახა. ფოტო სოხუმში იყო გადაღებული. ფოტოზე ლიზა იყო, ჯეკი ეჭირა ხელში, გვერდით გასაბერი კურდღელი და კიდევ ვიღაც გოგონა, რომლის სახე უფროსებს ამოეჭრათ.

***

ლიზას იმ ღამეს ესიზმრა:

თოლიების ხმა, მაგნონიების სურნელი, ზღვის შრიალი, ვერტმფრენების გრუხუნი,  ომით გადამწვარი ქალაქი  და ჯეკი, მისი და რომელიც ნაღმზე აფეთქდა.

 

Advertisements

BIAFF ზე შეხვედრამდე

მას შემდეგ რაც უნივერსიტეტში გამოცდები თითქმის დავასრულე და მეტ-ნაკლები წარმატებით დავხურე მორიგი სემესტრი. აქტიურად დავიწყე ფიქრი თუ სად და როგორ გავატარო დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. დრო არც ისე ბევრი მაქვს და მსურს მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენო ის. ამიტომ წინასწარ ვცდილობ დავგეგმო არდადაგები.

ივლისი და აგვისტო მინდა ახალ ამპლუაში გამოვცადო თავი და ახალი პროფესიული გამოცდილება შევიძინო. ამ დრომდე არასოდეს მქონია შეხება ტელეჟურნალისტიკასთან, ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდი ტელეკომპანია ტაბულაში სტაჟირების გავლას. სიუჟეტების დაგეგმა, რესპოდენტებთან ურთიერთობა, გადაღებებზე სიარული, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საქმიანობაა. მიყვარს ექსპერიმენტები, ცვლილებები და საკუთარი ძალების მოსინჯვა იმ სფეროში რასთანაც შეხება არ მქონია. ვიმედოვნებ რომ ამ დროის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო სიუჟეტის მომზადებას შევძლებთ მე და ნათია, გოგონა რომელიც ჩემი მეგზურია ამ ახალ ამპლუაში.

BIAFF

დასვენებას კი სექტემბერში ვაპირებ, პირველ ნახევარს დედაჩემთან სტუმრობას ვგეგმავ თუ ევროპული სავიზო ბიუროკრატია მარტივად მოვაგვარე. 14-21 სექტემბრის ჩათვლით კი ბათუმის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალზე წასვლა მსურს. ამ ფესტივალის მიმართ განსაკუთრებულად კეთილგანწყობილი ვარ და წელს უკვე მეხუთედ ვეგეგმავ დავესწრო კინოს ზეიმს ბათუმში.

BIAFF

რამდენიმე მიზეზის გამო გამოვარჩევ ამ ფესტივალს.

  • მიყვარს საავტორო კინო. BIAFF კი ყოველწლიურად გვაძლევს საშუალებას ქართველ კინომოყვარულებს საავტორო კინოს საუკეთესო ნამუშევრები ვიხილოთ.
  • გვეძლევა საშუალება დავესწროთ ევროპული, აზიური და ქართული კინოს ტოპ რეჟისორების მასტერკლასებს. რომელთა ვინაობაც ყოველწლიურად ერთგვარი სიურპრიზია ხოლმე. გვქონდეს თანამედროვე კინოს ლეგენდებთან უშუალო გარემოში კომუნიკაციის საშუალება. ბათუმის კინოფესტივალი კი თავისი მასშტაბიდან გამომდინარე საოცრად კომფორტულ გარემოს ქმნის ამისთვის.
  • სექტემბრის მეორე ნახევარი, პერიოდი როდესაც ბათუმის საავტორო კინოფესტივალი იმართება, ხავერდოვანი სეზონის მზიანი ამინდებით გამოირჩევა, ამიტომ ის კინომოყვარულებიც რომლებიც დღის პირველ ნახევარს ზღვაზე ატარებენ იშვიათად უჩივიან ამინდებს. საღამოს კი თავს ფილმების ყურებით იქცევენ. რაც მთავარია ფილმებზე დასწრება უფასოდ შეუძლიათ მაყურებლებს. კინოთეატრ აპოლოში შეზღუდული რაოდენობის ადგილებიდან გამომდინარე კი მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციაა ამისთვის საჭირო.

BIAFF

  • ღია კინოთეატრში დიდ ეკრანზე ფილმების ნახვა, ბათუმის კინოფესტივალის დამატებითი ხიბლია, რომელიც წინა წელს ფესტივალის პოლონელი პარტნიორების დახმარებით შეემატა BIAFF ს და ვიმედოვნებ წელსაც გვექნება ფილმების ამგვარ გარემოში ყურების საშუალება.
  • ფესტივალზე მუშაობა ბლოგერებისთვის განსაკუთრებულად კომფორტულია. ფესტივალის მენეჯმენტი აქტიურად უწყობს ხელს ინტერნეტ მედიაში ფესტივალის შესახებ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის განთავსებას. ამისთვის კი ყოველწლიურად ბლოგერებისთვის წამახალისებელი კონკურსი იმართება. კონკურსში მონაწილეობის მსურველ ბლოგერებს მოცემული ბმულის საშუალებით შეგიძლიათ 25 აგვისტომდე დარეგისტრირდეთ. http://bit.ly/1jrcmOC

BIAFF

ფესტივალი ყოველწლიურად ვითარდება და მოხარული ვარ რომ ამ ზრდის პროცესს ვადევნებ თვალს.

გირჩევთ კინომოყვარულებს თქვენი შვებულების პერიოდიც დაამთხვიოთ ბათუმის კინოფესტივალს. წინ ნამდვილად დაუვიწყარი ერთი კვირა გელით.

ჩემი “ბარხატნი” სეზონი )

ელე–განტური

     ბათუმი რომ გენიალური ქალაქია,ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

კარგია ზღვაზე,მზეშიც ,წვიმაშიც,ქარშიც ,თოვლშიც და საერთოდ ყველა ამინდში.

 მე მაინც მზისა და ზღვის კომბინაციას ვარჩევდი.

უსაქმურობა,მზე ,ზღვა ,ესაა ცხოვრება,მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღე,მერე უკვე საქმე გინდება,წიგნის წაკითხვა,რაიმე სიახლე.

 წარმოიდგინეთ,რა მაგარია ,ამ უსაქმურობის რუტინაში,კულტურული დასვენება რომ შემოერევა,ფილმები,წერა,წერა და კიდევ წერა.

 მოკლედ,14სექტემბერს ბათუმის მეცხრე საერთაშორისო კინოფესტივალი აიღებს სტარტს,ფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი” ,ოფიციალური ოარტნიორი კი ბათუმის მერია.

საგულისხმოა,რომ ფესტივალის ფარგლებში,ფილმების ჩვენებაზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია,სრულიად უფასოდ,მხოლოდ ბილეთის დაჯავშნაა საჭირო.

მაგრამ,ჭნნნ,ყველაზე მაგარი ფაქტი ჩვენთვის,ბლოგერებისთვის ,ისაა,რომ #BIAFF აცხადებს კონკურსს ბლოგერებისათვის,

 რას სთავაზობს ფესტივალი  მონაწილეებს – ბლოგერების კონკურსში მონაწილე ბლოგერებს კინოფესტივალი სთავაზობს შემდეგს:

–          აკრედიტაციას რაც საშუალებას მისცემს დაესწრონ ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილ ნებისმიერ კინოჩვენებას

–          ბლოგერებს ფესტივალის მსვლელობისას ექნებათ საშუალება დაესწრონ ყველა პრესკონფერენციასა და მასტერ კლასს, ჩაწერონ  ფესტივალის ჟიური, სტუმრები და ფესტივალის ორგანიზატორები

–          ყველა ბლოგერს გადაეცემა ბეჯი სადაც აღნიშნული იქნება ბლოგერის სახელი გვარი ბლოგის მისამართი

–          ბლოგერებს საშუალება ექნებათ…

View original post 48 more words

ნინიკო რომ იცინის, იცინის მთელი სამყარო.

გაძლიერდი და შეცვალე

ბლოგის ახალი

გამარჯობა. მე ვარ ინგა ლოლაძე, 5 წლინახევრის დაუნის სინდრომით დაბადებული ნინიკოს დედა.

ნინო 2009 წლის  27 იანვარს დაიბადა, ვარშავაში.

რა ვიცოდი მანამდე დაუნის სინდრომის შესახებ?

 დღესაც ხშირად ამომიტივტივდება ხოლმე მეხსიერებაში ბავშვობის კადრები. სოფელში ერთი ბიჭი ცხოვრობდა ფიდო, რომელიც დაუნის სინდრომით იყო დაბადებული. მე 5-6 წლის ვიყავი, ის ალბათ 13-15 წლის იქნებოდა.  იშვიათად გამოდიოდა ფიდო ქუჩაში.  ახლა ვხვდები, რომ ჩვენ, ერთი ციდა ბავშვებს და რაც ყველაზე საშინელებაა, ჩვენს მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს არიდებდა თავს. მივდევდით უკან ფიდოს და დავცინოდით, ქვებს ვესროდით, ხელს ვკრავდით რომ წაქცეულიყო. უფროსები არა თუ არ გვიშლიდნენ, ხშირად თავადაც ღებულობდნენ მონაწილეობას ჩვენს გართობაში. არასოდეს, არავის შენიშვნა არ მოუცია ბავშვებისთვის, არასოდეს არავის შევუჩერებივართ. ფიდოს დედაც კი არ გვაჩერებდა პირიქით, შვილი მიჰყავდა ჩხუბითა და მუჯლუგუნების რტყმევით სახლში.

–         ფიდო? გაგვირბოდა, აგრესიაზე აგრესიით არასდროს უპასუხია…

35 წლის შემდეგ გამახსენდა ფიდო.

რატომ მაინცდა მაინც მე? – თვენახევარი მხოლოდ ეს კითხვა მიტრიალებდა თავში. რამდენჯერმე მითხრა დედაჩემმა, რომ ღმერთმა მილიონობით ქალში მე ამომარჩია და გასაზრდელად…

View original post 304 more words

არ ჩამოხვიდეთ ავტობუსიდან!

გაძლიერდი და შეცვალე

მარი და დათა

მე ვარ მარი კორკოტაძე, 5 წლის აუტისტი ბიჭის, დათა ფარცხალაძის დედა.

მინდა, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რასაც ვაწყდებოდით და დღემდე ვაწყდებით მე და ჩემი შვილი საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დათა 3 წლის და 4 თვის იყო, როდესაც დიაგნოზი დაუსვეს. პირველი ერთი წელი ბავშვი სახლში გადიოდა  ABA თერაპიას. ერთი წლის შემდეგ სიარული დავიწყეთ აუტიზმის ცენტრში, სადაც მივდიოდით ჯერ მეტროთი და შემდეგ ავტობუსით.

View original post 197 more words