უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის აქცია

უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის აქციაზე, თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფოტოები დაწვეს.

აქციის მონაწილეებმა დღეს პარლამენტის ყოფილ შენობასთან ამ ფორმით გააპროტესტეს რუსეთის სამხედრო ნაწილების შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე.

შეკრებილმა აქტივისტებმა პუტინ ხუილოოო იმღერეს.

აქცია ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

IMG_6049.JPG

IMG_6070.JPG

IMG_6053.JPG

IMG_6067.JPG

IMG_6065.JPG

IMG_6063.JPG

#WETNWILD DJ ფესტივალი ქლაბინგის მოყვარულთათვის

WETNWILD

ქლაბინგის მოყვარულებს კიდევ ერთი პოზიტიური საღამო ელით  15 ივნის #WETNWILD DJ ფესტივალის სახით.  ფესტივალი ქალაქგარეთ, გლდანში, თეთრი ტბის მიმდებარედ გაიმართება, სადაც აუზის გახსნა იგეგმება. ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მზე, აუზი, რუჯი, ბევრი ღიმილიანი სახე, პოზიტიური განწყობა ეს ივენთის მთავარი ხიბლი იქნება.  #WETNWILD DJ ფესტივალი დღის 9 საათიდან გვიან ღამემდე მიიღებს სტუმრებს. ფესტივალზე მოსახვედრად საჭიროა ღიმილიანი სახე და პოზიტიური განწყობა.  სმაილკონტროლი ეს ფესტივალის ინოვაციაა.

 აღნიშნული პროექტი შარშანაც გაიმართა ამავე ლოკაციაზე.  მისი ორგანიზატორი Generation Y   გახლავთ Funday Intertainment  ერთად.  გართობის მოყვარულებს წინ დაუვიწყარი საღამო ელით. თბილისი, რეგიონებზე რომ არაფერი ვთქვათ,  მსგავსი ფესტივალების ნაკლებობას განიცდის.  კლუბური ცხოვრება ამ ქალაქში თითქმის არ არის და არსებული კლუბებიც ერთმანეთის მიყოლებით ჯერ სერვისს აფუჭებენ, შემდეგ კი იხურებიან. ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა ახალი ლოკაცია, თუნდაც ერთი დღით.  ფესტივალის ბილეთი 10 ლარი ღირს. Be Positive With Us ეს ფესტივალის სლოგანია. გირჩევთ 15 ივნისის საღამო გაატაროთ პოზიტიურად, ეწვიოთ თეთრ ტბას გლდანში, გაირუჯოთ, იმხიარულოთ, გაატაროთ საღამო სასიამოვნო გარემოში, და მოუსმინოთ ხარისხიან ელექტრონულ მუსიკას. #WETNWILD DJ ფესტივალზე შემდეგი DJ ები გამიქსავენ.

➲ EiS
➲ Gabi
➲ a2k
➲ Anar Alizadeh
➲ Qasra
➲ Bebe

გიზიარებთ #WETNWILD DJ ფესტივალის 2013 წლის ვიდეოს და ფოტოებს, იმისათვის რომ წარმოდგენა შეიქმნათ თუ რა გარემო დაგხვდებათ ფესტივალზე.   მე უკვე დავგეგმე კვირა, შუა დღის შემდეგ #WETNWILD ზე  ვგეგმავ წასვლას. ამის რამდენიმე მიზეზი მაქვს: ერთი  მიყვარს სიახლე, მეორე მაქვს მოლოდინი რომ გასული წლის მსგავსად წელსაც ანალოგიურად კარგი საღამო იქნება, მესამე მომწყინდა ერთი და იგივე ადგილას გატარებული WEEKEND ები, რომლებიც სულ უფრო მეტად ემსგავსება სამუშაო კვირის რუტინას. და მეოთხე კარგი Line UP . აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ მენიუს ფასებს იმისათვის რომ წინასწარ გათვალოთ თუ რამდენის დახარჯვა მოგიწევთ გართობაში. დაგეგმეთ დღე გონივრულად 😉  სასიამოვნო WEEKEND გისურვებთ

WETNWILD

სასიამოვნო WEEKEND  გისურვებთ.  Be Positive With Us!

 WETNWILD WETNWILD WETNWILD WETNWILD

თბილისის მერია საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსებას წყვეტს

თბილისის მერია წყვეტს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსებას. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით თბილისში მდებარე თითოეულ ეკლესიაზე 10 000 ლარის ოდენობის დახმარება იყო გათვალისწინებული, ბიუჯეტში შესაბამისი თანხების უქონლობის გამო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გათვალისწინებული დახმარება თბილისის მერიამ შეწყვიტა .    ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ

Image

თბილისის საკრებულოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში მდებარე მართლმადიდებლური ეკლესიისთვის თითოეულზე 10 000 ლარის გამოყოფას ეხება, გვინდა ავღნიშნოთ, რომ ამ ეტაპზე დედაქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი რესურსი არ არსებობს, ასევე მიმდინარე ეტაპზე შეუძლებელია ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება და შესაბამისი პროგრამების ზრდა, რადგან მოქმედი კანომდებლობის მიხედვით, არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის

შესაძლებლობა შეზღუდულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის მერია ტრადიციულად ახორციელებდა და ახორციელებს თბილისში მოქმედი მართლმადიდებლური ტაძრებისა და სხვა რელიგიური კონფესიების მხარდაჭერას კონკრეტული პროექტების მიხედვით, რისთვისაც 2013 წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან მიზნობრივად მიიმართა 1 542 462 ლარი, 2014 წელს კი უკვე გამოყოფილია 735 000 ლარი.

თბილისის მერია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზადყოფნას იმოქმედოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით და საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები დედაქალაქის ბიუჯეტში მართლმადიდებლური ტაძრებისა და სხვა  რელიგიური კონფესიების მხარდაჭერის მიზნით.”

წყარო: http://new.tbilisi.gov.ge/news/1599

შემოქმედებითი სივრცე კანდიდუსის სააღდგომო გამოფენა გაყიდვა

17 აპრილს დღის 14:00 დან თბილისში ფესტივალ რესტავრაცია დივანში(ტაბიძის 3/5)  ა/ო ვიმეგობროთს ორგანიზებით , შემოქმედებითი სივრცე კანდიდუსის პროექტის, “ხელოვნება გვამეგობრებს” სააღდგომო თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების, მათი მეგობრების, მოყვარული და პროფესიონალი მხატვრების მიერ შესრულებული ხელნაკეთი  სააღდგომო ხის კვერცხები. ნამუშევრების ღირებულება 5 დან 100 ლარამდე იქნება. მსურველებს საშუალება ექნებათ ადგილზე თავადაც მოხატონ ხის კვერცხები. შემოსული თანხა მოხმარდება კანდიდუსის შემდგომ აქტივობებს.

შემოქმედებითი სივრცე „კანდიდუსი“, თავის თავში მოიაზრებს სალონს და სოციალურ საწარმოს, სადაც გაიყიდება მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვებული შშმ ადამიანთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების შემსწავლელ სახელოსნოს, სადაც ნებისმიერ შშმ ბავშვსა თუ მოზარდს უსასყიდლოდ შეეძლება, სახელოვნებო არაფორმალური განათლების მიღება, მისაწვდომ ფიზიკურ და ინკლუზიურ გარემოში, ადაპტირებული მეთოდოლოგიით და კვალიფიციური სპეციალისტების ხელშეწყობით

20140417-005559.jpg

20140417-005608.jpg

20140417-005618.jpg

20140417-005626.jpg

20140417-005634.jpg

20140417-005643.jpg

20140417-005652.jpg

20140417-005700.jpg

20140417-005708.jpg

20140417-005720.jpg

მიმართვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელს გია კაკაჩიას

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობლის, ინგა ლოლაძის მიმართვა, რომელსაც  gabo.ge უცვლელად გთავაზობთ

ბატონ (!?) გია კაკაჩიას

Image

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, რეალური სივრცის ჩაწერის შემდეგ მინდოდა ეს წერილი, სტატია, სტატუსი თუ ვინ რას დაარქმევს არ ვიცი, დამეწერა. დრო არ მქონდა და ძალიან ვნანობ…გუშინ ღამე, გადაცემა “რეალური სივრცე” ჯერ დამთავრებული არ იყო, ჩემმა უმცროსმა დამ დამირეკა – გოგო, შენ რა, დამუნჯდი? რატომ მიეცი ვიღაც კაკაჩიას უფლება მასეთი ტონითა და ლექსიკონით ელპარაკა? მარტო უკმაყოფილო გამომეტყველებით მასეთ ვაი-ადამიანებს რომ ვერ გააჩუმებ, არ იცი? არ შევპასუხებივარ, რადგან მართალი იყო ჩემი და.ახლა, თუ დაგვიანებული არაა, და ვფიქრობ, რომ მართლაც სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მინდა სოციალური ქსელის საშუალებით მივმართო ბატონ(?) გია კაკაჩიას :

Image

ბატონო გია, ვნანობ, რომ მხოლოდ დღეს გამოვნახე დრო, თქვენს ერთიკვირისწინანდელ “კორექტულ” და “კომპეტენტურ” გამოსვლას ვუპასუხო. ვნანობ, რომ როდესაც ქალბატონ თეა ჩანადირს, რომელიც, მერწმუნეთ, თქვენზე ბევრად კომპეტენტური და თქვენზე ბევრად ბევრის მცოდნეა იმ საკითხში, რაზეც თქვენ ისე დამაჯერებლად საუბრობდით, შეურაცხყოფა მიაყენეთ, მე გაოცებისაგან მხოლოდ თვალები გამიფართოვდა. ვნანობ რომ არ მოვითხოვე დაგეტოვებინათ სტუდია, როდესაც შეურაცყოფა მიაყენეთ ქალბატონ ანა აბაშიძეს, როდესაც მან “გაბედა” და კორექტულობისკენ მოგიწოდათ, როდესაც მან ნათლად დაგანახათ რამდენად არაკომპეტენტური ბრძანდებით და რამდენი ტყუილის თქმა მოასწარით სულ რაღაც 3-4 წუთში. ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებ, რომ ისევ მხოლოდ თვალებგაფართოებული გისმენდით, როდესაც ათეულ ათასობით მშობელს შეურაცხყოფა მოგვაყენეთ, როდესაც ათეულ ათასობით ადამიანის ღირსება არაფრად ჩააგდეთ და… ბატონო გია, მე საქართველოს მოქალაქე ვარ. ვცხოვრობ და ვმუშაობ პოლონეთში და შესაბამისად ვიხდი გადასახადებსაც. და მერწმუნეთ, ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ და არ გაბედავს, თავად ქვეყნის პრეზიდენტი არ მისცემს თავს უფლებას, დამელაპარაკოს მე ან თავისი ქვეყნის რომელიმე მოქალაქეს იმ ტონითა და ლექსიკონით , როგორითაც თქვენ მოგვმართეთ. და იცით რატომ? თქვენგან განსხვავებით იციან, რომ ისინი ჩვენ გვყავს დაქირავებული, ჩვენ ვუხდით ხელფასს და ჩვენი დაკვეთების შემსრულებლები არიან. რამდენი წელი უნდა უშალოთ ადამუანებს ნერვწბი რომ თქვენც მუხვდეთ ამას? ევროპისკენ და დასავლეთისკენ ლტოლვა მაგ მენტალობითა და აზროვნებით სხვა თუ არაფერი, უხერხულია.ევროპაზე გამახსენდა – თქვენ საკმაოდ “ვრცლად” ისაუბრეთ და წარმატებულად შეძელით ჩვენთვის არ მოგეცათ ნამდვილ ევროპულ მოდელზე საუბრის საშუალება. რაც სტუდიაში ვერ ვთქვი, იმას თავს დავანებებ და სულ ახალ ამბავს გაგიმხელთ : სულ რამდენიმე დღოს წინ პოლონეთის სეიმი ლამის შტურმით აიღეს შშმ ადამიანების მშობლებმა და მზრუნველებმა. და იცით რა მოითხოვეს? 24 საათის განმავლობაში შშმ შვილებს, ქმრებს, დებს, დედებს, ძმებს, მშობლებს რომ ვუვლით, სამსახურში(მუშაობაში) უნდა ჩაგვეთვალოსო. და იცით რა პასუხი მიიღეს? სეიმმა მიიღო კანონი, რომ უკვე წელს ამ ადამიანებს ხელფასის სახით (ნახევარ განაკვეთს უთვლიან) ყოველთვიურად 1200 ზლოტს (400 $) გადაუხდიან, მომავალ წელს 1400 ზლოტს, 2015 წლის ბოლიდან კი მათი ხელფასი 1500 ზლოტი (500) დოლარი გახდება. წარმომიდგენია, ასეთი მოთხოვნით თქვენთან რომ მოვიდეთ ბატონო გია… სტატუსი მხოლოდ 100 ლარისთვის გვინდა თურმე და მერე რას დაგვაბრალებთ, რა ფანტაზიის პატრონი ბრძანდებით, საინტერესოა.დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატუსების წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ადამიანის შეურაცხყოფა და დამცირება თქვენთვის არახალია. ბატონო გია, ვნანობ, რომ “ბატონოთი” მოგმართავდით ისეთ ადამიანს, რომელსაც ოდნავაც არ ანაღვლებს სხვა ადამიანების ბედი, უკაცრავად და, სულ ცალ ფეხზე კიდია ქალის პატივისცემა, რომელმაც არ იცის რომ საკუთარი გამოსვლის შემდეგ სტუდიაში მყოფ სხვა გამომსვლელებს უნდა მოუსმინოს და ძილმა და მთქნარებამ არ უნდა აჯობოს. რა ვიცი, რა ვიცი…

 

ტუვალუმ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გადაწყვეტილება გააუქმა

წყნარი ოკიანის აუზში მდებარე სახელმწიფო ტუვალუმ, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის რომელთაც 2011 წელს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნეს, 2014 წლის 31 მარტს აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა და საქართველოსთან დიპლომატიური და საკონსულო  ურთიერთობა დაამყარა.

“მხარეები თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე.”ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში
Image
ტუვალუმ უარყო 2011 წლის უკანონო გადაწყვეტილება და ცალსახად დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ ტუვალუს მაგალითს ახლო მომავალში სხვა სახელმწიფოებიც მიბაძავენ და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეტის აღიარების გადაწყვეტილებას უკან წაიღებენ.

მხარი დავუჭიროთ აუტიზმის მქონე ბავშვებს!

2 აპრილი აუტიზმის საერთაშორისო დღეა! მხარი დავუჭიროთ აუტიზმის სინდრომის მქონე ბავშვებს მათ ჩვენ ვჭირდებით