აპრილი აუტიზმის ხილვადობის თვეა

20140408-223832.jpg

Advertisements

ნუ იქნები გულგრილი

ნუ იქნები გულგრილი

აუტიზმის მქონე ბავშვი არ გაიგნირებთ თქვენ. ის უბრალოდ გელოდებათ როდის შეაბიჯებთ მის სამყაროში

პრაქტიკული რჩევები აუტისტური ბავშვების მშობლებს

 

 

Image

 

1945 წელს შვედეთში დაბადებულ ირის იოჰანსონს სადღეისოდ აუტიზმის უმძიმეს ფორმას დაუდგენდნენ. მაგრამ საკუთარი უძლიერესი ნებისა და მამის არაჩვეულებრივად სწორი მოპყრობის წყალობით მან მოახერხა პრობლემების დაძლევა. დღესდღეობით იგი ცნობილი ექსპერტია კომუნიკაციის სფეროში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში (შვედეთი, ნორვეგია, გერმანია, იტალია, ლიტვა, ესტონეთი, ალბანეთი, რუსეთი) ასწავლის სოციალურ მუშაკებს, რომელნიც ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებთან, ფსიქოტურ პაციენტებთან მუშაობენ. იგი ასევე უწევს კონსულტაციებს სამკურნალო პედაგოგიურ დაწესებულებებს, მუშაობს აუტისტური ბავშვების მშობლებთან. ირის იოჰანსონს ეკუთვნის რამდენიმე ავტობიოგრაფიული ნაშრომი, აგრეთვე წიგნები კომუნიკაციის შესახებ. მას არაერთი ინტერვიუ აქვს მიცემული აუტიზმისა და ურთიერთობის ხელოვნების შესახებ. 
წინამდებარე ბროშურაში გთავაზობთ ირის იოჰანსონის წიგნის „სხვაგვარი ბავშვობა. ჩემი გზა აუტიზმიდან“ ბოლო თავის ქართულ თარგმანს. აქ ავტორი პასუხობს აუტისტური ბავშვების მშობლების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს. ამ პასუხებიდან შეგვიძლია ჩავწვდეთ ამგვარი ბავშვების ბუნებას, ასე ვთქვათ, შიგნიდან დავინახოთ მათი მდგომარეობა, გავუგოთ მათ და ვიხელმძღვანელოთ ამით მათთან ურთიერთობისას. 
ირის იოჰანსონის კონკრეტული და პრაქტიკული რჩევები სასარგებლოა არა მარტო აუტისტური, არამედ ნებისმიერი ბავშვის მშობლებისათვის.

 

მიხარია მსგავსი ლიტერატურა ქართულ ენაზეც რომ ითარგმნება, ინფორმაციით გაძლიერებული მშობელი ბევრად უფრო ძლიერ რგოლს წარმოადგენს საკუთარი შვილის უფლებებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის გზაზე. წიგნის ელექტრონული ვერსიის გადმოტვირთვა შეგიძლიათ lit.ge წამკითხველის მეშვეობით: lit.ge/იოტა-აპლიკაციები

წიგნის “პრაქტიკული რჩევები აუტისტური ბავშვების მშობლებს” ფასი : 0 .50 ლარია მისი გადმოტვირთვა შეგიძლიათ შემდეგი ბმულის მეშვეობით : http://lit.ge/index.php?apage=92

2 აპრილი აუტიზმის სინდრომის საერთაშორისო დღეა!

2 აპრილი აუტიზმის სინდრომის საერთაშორისო დღეა!

მხარი დავუჭიროთ აუტიზმის მქონე ბავშვებს!

2 აპრილი აუტიზმის საერთაშორისო დღეა! მხარი დავუჭიროთ აუტიზმის სინდრომის მქონე ბავშვებს მათ ჩვენ ვჭირდებით