ტუვალუმ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გადაწყვეტილება გააუქმა

წყნარი ოკიანის აუზში მდებარე სახელმწიფო ტუვალუმ, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის რომელთაც 2011 წელს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნეს, 2014 წლის 31 მარტს აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა და საქართველოსთან დიპლომატიური და საკონსულო  ურთიერთობა დაამყარა.

“მხარეები თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე.”ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში
Image
ტუვალუმ უარყო 2011 წლის უკანონო გადაწყვეტილება და ცალსახად დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ ტუვალუს მაგალითს ახლო მომავალში სხვა სახელმწიფოებიც მიბაძავენ და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეტის აღიარების გადაწყვეტილებას უკან წაიღებენ.

Advertisements