თბილისის მერია საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსებას წყვეტს

თბილისის მერია წყვეტს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსებას. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით თბილისში მდებარე თითოეულ ეკლესიაზე 10 000 ლარის ოდენობის დახმარება იყო გათვალისწინებული, ბიუჯეტში შესაბამისი თანხების უქონლობის გამო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გათვალისწინებული დახმარება თბილისის მერიამ შეწყვიტა .    ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ

Image

თბილისის საკრებულოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში მდებარე მართლმადიდებლური ეკლესიისთვის თითოეულზე 10 000 ლარის გამოყოფას ეხება, გვინდა ავღნიშნოთ, რომ ამ ეტაპზე დედაქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი რესურსი არ არსებობს, ასევე მიმდინარე ეტაპზე შეუძლებელია ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება და შესაბამისი პროგრამების ზრდა, რადგან მოქმედი კანომდებლობის მიხედვით, არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის

შესაძლებლობა შეზღუდულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის მერია ტრადიციულად ახორციელებდა და ახორციელებს თბილისში მოქმედი მართლმადიდებლური ტაძრებისა და სხვა რელიგიური კონფესიების მხარდაჭერას კონკრეტული პროექტების მიხედვით, რისთვისაც 2013 წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან მიზნობრივად მიიმართა 1 542 462 ლარი, 2014 წელს კი უკვე გამოყოფილია 735 000 ლარი.

თბილისის მერია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზადყოფნას იმოქმედოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით და საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები დედაქალაქის ბიუჯეტში მართლმადიდებლური ტაძრებისა და სხვა  რელიგიური კონფესიების მხარდაჭერის მიზნით.”

წყარო: http://new.tbilisi.gov.ge/news/1599

Advertisements

ჩვენი ყველას მოვალეობაა მოვითხოვოთ სახელმწიფოსგან უნივერსალური დიზაინის ადაპტირებული გარემო!

ჩვენი ყველას მოვალეობაა მოვითხოვოთ სახელმწიფოსგან უნივერსალური დიზაინის ადაპტირებული გარემო! საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სკვერები, სახელმწოფო უწყებები. ერთად გავხადოთ გარემო ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი, იმისათვის რომ ფაქტობრივ შიდაპატიმრობაში არ გვყავდეს სხადასხვა ნოზოლოგიის მქონე მოქალაქეები. ის, რომ ქუჩებში უსინათლოებს, ეტლით მოსარგებლეებს და ა.შ სათანადო რაოდენობით ვერ ვხედავთ, რათა პრობლემის სიმწვავე დაგვენახა, არ ნიშნავს რომ ეს მოქალაქეები არ არსებობენ და მხოლოდ სტატისტიკის დეპარტამენტის ცხრილებში, რიცხვების სახით სულდგმულობენ. არა, თითოეული ეს რიცხვი თითო ადამიანია, რომელიც იმის გამო, რომ ჩვენ გულგრილი მოქალაქეები ვართ და არ მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, იმას რაც მათი უშუალო მოვალეობაა იშვიათად თუ ახერხებენ გარეთ გამოსვლას. 

Image

ფოტო (c)  LIG STUDIO

P.S ფოტოზე წარმოდგენილი ფარმაცევტული კომპანია ერთ-ერთი პასუხისმგებლობის მქონე ბიზნეს ორგანიზაციაა რომელიც შეძლებისადაგვარად ზრუნავს ამ პრობლემის დაძლევაზე. რამდენიმე კომპანია მერიამ დააჯარიმა იმისათვის რომ მათ პანდუები დააყენეს ობიექტის შესასვლელში! ეს ყველაფერი ჩვენს ქალაქში და ქვეყანაში ხდება, სადაც ყველა თანაბრად ვპასიურობთ.