ასეთია და მორჩა…

შიდსი

ასეთია და მორჩა. ვერაგი ავადმყოფობაა ეს შიდსი. მაინც უპოვნეს გასაღები. კიდევ მეტსაც უპოვნიან.სამყაროს ჰქონია დაავადებები, რომლებიც საუკუნეები ტანჯავდა და ისინი ახლა არც გარიყვას და არც შიშს აღარ იწვევენ. არ იწვევენ სიკვდილსაც. ამის დროც მოვა. უბრალოდ ეს ზოგადი ამბავია. აქ და ახლა კი , ვითომ მიწისძვრები არ არსებობს. არც ტელევიზორი, არც გაზეთი, არც რადიო, არსად არავის ულაპარაკია ამ ადამიანებთან. მხოლოდ ავისმომასწავლებელი სათაურები და სტატისტიკა. ციფრები, იმის უკან კი ადამიანები, რომლებიც ვითომ არ არიან, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში მიწისძვრები არ ხდებობა. ადამიანი კი აქ და ახლა არსებობს. აქ და ახლამ ტკივა

აკა მორჩილაძე

Advertisements

კარი გამიღე

თქვენ წინაშეა ტექსტების კრებული, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა ცხოვრებაზე თანამედროვე ქართველ მწერალთა მხატვრულ რეფლექსიას წარმოადგენს.
ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო“ ინიციატივით, ცხრა ქართველი მწერალი ტექსტებზე მუშაობის პროცესში შეხვდა ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს, ინფექციონისტებს, ადამიანის უფლებების დამცველებს და ადამიანებს, რომლებიც სამედიცინო ჩანაწერებში მოიხსენიებიან აივ-დადებითად, აუტისტ, წამალდამოკიდებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად… მათგან მოისმინა, რაოდენ რთულია იცხოვრო ასეთი დიაგნოზით, სტიგმით, რომელიც ამ დიაგნოზებს ახლავს თან, როგორია, იცხოვრო ქვეყანაში, სადაც მოკლებული ხარ ყოველგვარ შესაძლებლობას, იცხოვრო, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა.
საქართველოში, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ვერც მედიამ მოიცალა სათანადოდ, ვერც ხელისუფლებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებიც უპირატესად პოლიტიკური უფლებების დაცვისთვის იბრძვიან, ძალზედ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მზერის მიპყრობა ასეთ ადამიანებზე, მათ სირთულეებზე.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს წიგნიც. წაიკითხეთ და გაეცანით, თუ როგორ ხედავენ თანამედროვე ქართველი მწერლები ადამიანებს, რომლებსაც ზოგი ვერც კი ხედავს და შეეცადეთ კარი გაუღოთ მათ.

 

Image

წიგნი უფასოა მისი ელ.ვერსია შეგიძლიათ გადმოტვირთოთ Lit.ge ს Reader ის მეშვეობით.

ბმული:  LIT.GE