უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის აქცია

უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის აქციაზე, თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფოტოები დაწვეს.

აქციის მონაწილეებმა დღეს პარლამენტის ყოფილ შენობასთან ამ ფორმით გააპროტესტეს რუსეთის სამხედრო ნაწილების შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე.

შეკრებილმა აქტივისტებმა პუტინ ხუილოოო იმღერეს.

აქცია ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

IMG_6049.JPG

IMG_6070.JPG

IMG_6053.JPG

IMG_6067.JPG

IMG_6065.JPG

IMG_6063.JPG

ჩვენ ვირჩევთ ევროპას

20140413-210750.jpg

20140413-210759.jpg

20140413-210817.jpg

პატივი მივაგოთ ლეხ და მარია კაჩინსკების ხსოვნას!

უნივერსიტეტში მიმავალმა, ერთხელ შორიდან შევავლე თვალი როგორ ამკობდა გვირგვინით საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს ლეხ კაჩინსკი. სულ ეს იყო. ის ჩემი გმირი იყო. თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი შორსმჭვრეტელი ფიგურა. რომელიც ევროპას აფრთხილებდა ემოქმედათ, მანამდე სანამ საქართველოს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას მოახდენდა რუსეთის ფედერაცია. ახლა კი, მას შემდეგ რაც ის მსხვერპლად შეეწირა საკუთარ გამბედაობას და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ევროკავშირის მოქმედი პრეზიდენტის ტერაქტიც კი ხახვივით შეარჩინეს ვლადიმირ ვლადიმირის ძეს და ყოველდღიური საფრთხეა ცხელი ომის დაწყების მსოფლიოში. განსაკუთრებულად გვმართებს პატივი მივაგოთ ლეხ და მარია კაჩინსკების ხსოვნას. დადგება დრო და იმპერია დაეცემა! ისევე როგორც არსებობას შეწყვეტს ყველა ყავლგასული ორგანიზაცია რომელიც ბიუროკრატიული ჯაჭვია მხოლოდ და ვერ უზრუნველყოფს თანამედროვე მსოფლიო წესრიგს.

Image

ლეხ და მარია კაჩინსკების, მათთან ერთად დაღუპულთა ხსოვნის აქცია “გვახსოვს”…  https://www.facebook.com/events/429279727218609/

ტუვალუმ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გადაწყვეტილება გააუქმა

წყნარი ოკიანის აუზში მდებარე სახელმწიფო ტუვალუმ, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის რომელთაც 2011 წელს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნეს, 2014 წლის 31 მარტს აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა და საქართველოსთან დიპლომატიური და საკონსულო  ურთიერთობა დაამყარა.

“მხარეები თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე.”ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში
Image
ტუვალუმ უარყო 2011 წლის უკანონო გადაწყვეტილება და ცალსახად დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ ტუვალუს მაგალითს ახლო მომავალში სხვა სახელმწიფოებიც მიბაძავენ და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეტის აღიარების გადაწყვეტილებას უკან წაიღებენ.