არ დავუშვათ რუსული კანონის მიღება საქართველოში

ბელგია, ბრიუსელი

დაუშვებელია საქართველოში დამყარდეს რუსული დიქტატურა

ბრიუსელი, ბელგია

ბრიუსელში საქართველოს საელჩოსთან აქცია გაიმართება

თბილისში მიმდინარე აქციების ფონზე ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში საქართველოს საელჩოსთან აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორი ქართული დიასპორული ორგანიზაცია – Promote Georgia – ა

Საქართველოს მთავრობის ქმედებები ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხის წინაშე აყენებს! ქვეყანა შორდება ევროპულ კურსს. გვემუქრება რუსულ ორბიტაზე დაბრუნება. 

Შესაძლებელია გაუქმდეს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, უკან გაიწვიონ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. 

Საქართველოს ჩვენი ერთად დგომა ესაჭიროება. 

1 მაისს 18:30 ვიკრიბებით ბელგიაში, ბრიუსელში საქართველოს საელჩოსთან

Rue Père Eudore Devroye 245, 1150 Woluwe-Saint-Pierre

ვკითხულობთ ორგანიზაციის გვერდზე

ოცნების ბოლო ჟამი

საქართველოს მთავრობის ძალის დემონსტრირების უსუსური მცდელობა ტრაგიკომიკულ სურათად იქცა. 

ტრიბუნაზე შემდგარი კაცუნები უსიცოცხლო გამოსვლებში შეკრებილ საზოგადოებას არწმუნებდნენ: დედა დედაა, მამა მამა. გლობალური ომის პარტია ბატონი ბიძინას მეცადინეობით ქართველობას ვეღარ წაგვართმევს. დასავლეთის ლიდერებს ჩვენი ომში ჩართვა სურთ. ბიძინა მშვიდობის მტრედია. 

მეტი დამაჯერობლობისთვის, შეკრებილი საზოგადოებისთვის უცხო სიტყვებსაც იმეორებდნენ. სუვერენიტეტი შევინარჩუნეთ. ენჯეოები აგენტები არიან. “ლგბტ პროპაგანდა” უნდა ავკძალოთ. 

სოფლებიდან ჩამოყვანილი სოციალურად დაუცველებისა და სამსახურის დაკარგვით დაშინებული საჯარო მოხელეების არმია ვერც იმდენად ხალხმრავალი აღმოჩნდა. ბელადის სიტყვით გამოსვლისას ვიზუალური ეფექტისთვის შუქის ჩაქრობა არ გამხდარიყო საჭირო. სიყალბის თეატრში, ტაშიც ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობებიდან ისმოდა.  

ბოდვა, როგორც პოლიტტექნოლოგია დიქტატორული რეჟიმების იარაღია. სწორედ ბოდვისას აჟღერებენ მათ რეალურ ზრახვებს ავტოკრატი ლიდერები. ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ მათ ბოდვებს, ვორგანიზდეთ წინააღმდეგობისთვის. დემოკრატიის ნიღაბმოხსნილი ივანიშვილი სწორედ ამგვარი პერფორმანსით წარსდგა 29 აპრილს აუდიტორიის წინაშე. 

მისი მთავარი გზავნილები იყო: 

დასავლეთი მტერია!

აგვისტოს ომი დასავლეთის ლიდერების წაქეზებით მოხდა!

გლობალური ომის პარტია მეორე ფრონტის გახსნას გვაიძულებს!

დედა დედაა! მამა მამა! 

ვარდების რევოლუცია საქართველოსთვის ტრაგიკული მოვლენა იყო! 

ბრიყვებს, 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირება დაუყარა საკენკად. 

ქართული დემოკრატია საფრთხეშია. მისი დაცვა ჩვენი ვალდებულებაა.

დემოკრატია არ არის არც ერთი ქვეყნის შიდა საქმე. ქართველი ხალხის მხარდასაჭერად დემოკრატიული მსოფლიოს არაერთი ლიდერი აკეთებს განცხადებებს.  ცივილური სამყარო ჩვენს გვერდითაა. 

მხოლოდ ერთობით შევძლებთ  წინ აღვუდგეთ რუსულ რეჟიმს! არ მივცეთ რუსული ტიპის მართველობის დამყარების საშუალება საქართველოში. არ დავუშვათ რუსული კანონის მიღების მცდელობა. 

სწორედ ახლა, იხსნება შესაძლებლობის ფანჯარა ევროკავშირის შემდგომი გაფართოებისთვის. დასავლური ქვეყნები ერთიანნი არიან მათ ბანაკში ახალი წევრების მისაღებად. ივანიშვილი ვერ შეძლებს საქართველოს ბელარუსიზაციას. საქართველო იქნება ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

ქართული ოცნების ბოლო ჟამი ახლოსაა. წინ არჩევნები გველის. 

დღეს გაწვეულნი ვართ ყველა მუშა-მოსამსახურენი სადემონსტრაციოდ