ხელი ხელს

“If you want to tell people the truth, make them laugh, otherwise they'll kill you.”

AA024A

მთელი ცხოვრება მაჯერებდნენ, რომ ხალხი ბევრ კატეგორიად იყოფა: ლამაზი, მახინჯი, საღი გონების პატრონი,  შეზღუდული შესაძლებლობების, ნორმალური, არანორმალური და ა.შ. ყველა მხრიდან გვიტევს ხალხის რაღაცა ნიშნით გამორჩევისა და დისკრიმინაციის, ზოგჯერ პოზიტიური დისკრიმინაციის მცდელობები. გინდა თუ არა, ეს მაინც ილექება შენში, რაც არ უნდა ეცადო, მაინც განსხვავებულ ადამიანებს სხვანაირად უყურებ, სხვანაირად ყურებაზე საშინელი კი არაფერია, მათთვის, ვისაც დააჯერეს, რომ საზოგადოება იყოფა ორად, კარგებად და ცუდებად, და რომ სამწუხაროდ ისინი კარგ ნაწილში ვერ მოხვდნენ. სწორედ მსგავსი დამოკიდებულება, მაფიქრებს, რომ ადამიანებს ბავშვები მხოლოდ იმისთვის უნდათ, რომ გაერთონ, თავიანთი მოწყენილი ყოფა გაახალისონ, სათამაშებისთვის უკვე დიდები არიან, ბავშვი კი დიდების სათამაშოა. ეგოისტური საწყისებიდან გამოდის თითქმის ყველა, ან სრულიად ყველა, უნდათ რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანები იყვნენ, ვიღაცისთვის ავტორიტეტი, ვიღაცა ისე აღზარდონ როგორც თვითონ უნდათ, იმბრძანებლონ სანამ შეუძლიათ და ა.შ. თუმცა გაჩნდება თუ არა ბავშვი, რომელიც შედარებით რთული მოსავლელია ვიდრე ხილ-ფაფების რეკლამებში გამოყვანილი ბავშვები, ცდილობენ რომ თავიდან მოიშორონ. აბორტებზე, შერჩევით სქესსა და სხვადასხვა რაღაცებზე აღარაფერს ვიტყვი.  ჩნდება ბავშვი, ბავშვი…

View original post 442 more words

Advertisements

ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობებით: კანონმდებლობა და ყოველდღიურობა

Source: ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობებით: კანონმდებლობა და ყოველდღიურობა

ბათუმის საავტორო კინოს მე 9 საერთაშორისო ფესტივალი სერგეი ფარაჯანოვის ფილმის “ამბავი სურამის ციხისა” ს ჩვენებით გაიხსნა

BIAFF Film Festival

ბათუმის საავტორო კინოს მე 9 საერთაშორისო ფესტივალი სერგეი ფარაჯანოვის ფილმის “ამბავი სურამის ციხისა” -ს ჩვენებით 14 სექტემბერს გაიხსნა. კინოფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

პრიზი კინოხელოვნებაში შეტანილი  განსაკუთრებული წვლილისათვის  2014 წელს რუსტამ იბრაგიმბეკოვს გადაეცა. სხვადასხვა დროს ამ პრიზით დაჯილდოვდნენ რეჟისორები:  აბბას კიაროსტამი, დარიუშ მეჰრჯუი, ზბიგნევ რიბჩჟინსკი ბელა ტარი.

ფესტივალის გახსნა

2014 წელს BIAFF სერგეი ფარაჯანოვისა და თენგიზ აბულაძის საიუბილეო წელს აღნიშნავს, ამ თარიღებს ფესტივალი რადენიმე ღონისძიებით ეხმიანება. კინოფესტივალზე  ნაჩვენები იქნება მათი ფილმების რეტროსპექტივები ასევე ჩატარდება სემინარები სერგეი ფარაჯანოვისა და თენგის აბულაძის შემოქმედების შესახებ.

ფესტივალზე ფილმების ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ აპოლოში, ერას მოედანზე და სასტუმრო DIVAN SUITE ში. კინომოყვარულებს საშუალება ექნებათ ერთი კვირის განმავლობაში დაესწრონ ფესტივალის კინოპროგრამაში წარმოდგენილ მათთვის სასურველ კინოსეანსებს.

ტრადიციულად BIAFF ზე ფილმებზე დასწრება უფასოა. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს სრულიად უფასოდ გაეცნოს საავტორო და დოკუმენტური ფილმების უახლეს ნამუშევრებს. 2014 წელს კინოფესტივალი საქველმოქმედო აქციას “კინო ეხმარება ბავშვებს”ახორციელებს. რომლის ფარგლებშიც გამონაკლისის სახით გაიყიდება საღამოს ბოლო ორი სეანსზე დასასწრები ლიმიტირებული რაოდენობის(60-70)ბილეთები, მათი ღირებულება 5…

View original post 27 more words

უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის აქცია

უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის აქციაზე, თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფოტოები დაწვეს.

აქციის მონაწილეებმა დღეს პარლამენტის ყოფილ შენობასთან ამ ფორმით გააპროტესტეს რუსეთის სამხედრო ნაწილების შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე.

შეკრებილმა აქტივისტებმა პუტინ ხუილოოო იმღერეს.

აქცია ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

IMG_6049.JPG

IMG_6070.JPG

IMG_6053.JPG

IMG_6067.JPG

IMG_6065.JPG

IMG_6063.JPG

აგვისტოს დღიურები

sshorena

Изображение

დავით ჩხიკვიშვილი REUTERS

08.08.2008
07.08.08
იმ დღეს პირველად ჩავიცვი ლონდონში ნაყიდი ახალი ფეხსაცმელი… და ომი დაიწყო! იმის მერე აღარ ჩამიცვამს…

ოფისში დაახლოებით 12 საათზე მივედი. ნინო ივანიშვილმა (ჩვენი პროდიუსერია) მითხრა, რომ ცხინვალში რაღაც ხდებოდა და გასარკვევად უნდა წავსულიყავი.

ვიცოდი, რომ თემურ იაკობაშვილი იყო ცხინვალში და ვიფიქრე, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ეჭვიც არ გამჩენია, რომ ომი იწყებოდა. ამ მიზეზით, თან არაფერი წამიღია ბიგანის (ინტერნეტთან დასაკავშირებელი სატელიტური თეფში) გარდა. ოფისში, ყოველთვის მაქვს სათადარიგო ტანსაცმელი და საჭმელი, მაგრამ არც დამიშვია, რომ დამჭირდებოდა. მეგონა, რომ უკან რამდენიმე საათში დავბრუნდებოდი.

მე, მაკა ანთიძე და მძღოლი წავედით. ნინო თბილისში დარჩა.

მეღვრეკისამდე დაუბრკოლებლად მივედით. იქ ერთ-ერთი რუსული პოსტი იყო… მგონი პირველი… ან მეორე… არ მახსოვს! ჟურნალისტები, ქართული არხებიდან, უკვე იქ იყვნენ. სიმშვიდე იყო. არავინ მოელოდა რამე განსაკუთრებულს.

იაკობაშვილის გამოსვლა გადავიღეთ… არც ამ დროს ჩაგვითვლია, რომ მნიშვნელოვანი ამბავი ხდებოდა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, გადაღებული მასალა ერთ-ერთ სათაო ოფისს გადავუგზავნეთ.

ამ დროს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ულტიმატუმი გამოცხადდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ მოგვეცადა…

View original post 6,123 more words

ჯეკი

ჯეკი

***

ლიზამ იცოდა რომ ქალი იყო და ქალობდა კიდეც, აი ეს ჯეკი თავადაც ვერ გაეგო ვინ იყო, გამჭვირვალე უფერო არსება რომელიც სულ თან დასდევდა.  ჯეკიც მის მიერ მოფიქრებული სახელი იყო.  დეიდა ლიზამ სოხუმიდან რომ წამოიღო, იმ თოჯინას ერქვა, ჯეკი. ერთადერთი მოგონება  ქალაქის და მახსოვრობა დაბადების ადგილის. ლიზას სოხუმი სიზმარშიც არ ენახა. მხოლოდ იცოდა რომ ჯეკი იყო სოხუმიდან.  თოჯინა, კაცმა არ იცის ომს გამოქცეულებმა თითო ხელი ტანსაცმელი ძლივს  რომ წამოიღეს თან რატომ ატარეს ამხელა გზაზე. ხო და მნიშვნელოვანი იყო. გარდაცვლილი დეიდის ერთადერთი სახსოვარი, თან როგორი.

25 წლის გოგოს, ასე უცხომ და თანაც  გამჭვირვალემ რომ დაუწყო დევნა ჯეკი დაარქვა. სახელი ხომ უნდა რქმეოდა. თავად ხმას არ იღებდა, მხოლოდ დაჰყვებოდა. ჯეკიც სულ თან დაჰქონდა, დიდთავა თმახუჭუჭა საბჭოთა სათამაშო. ამ უფერო ჯეკს კი ვერ გაიგებდი დაჰყვებოდა თუ დაჰქონდა, თან მარტო ლიზა ხედავდა, რამდენჯერმე მეგობრებთან წამოსცდა, გაიცანით ჯეკიო და მწარედ დაიცინა. ლიზა მიხვდა რომ ჯეკი მისი ტვირთი იყო.  მოულოდნელად გამოჩნდებოდა და მოულოდნელადვე ქრებოდა. ჯეკიც ასე იყო ხან ლოგინის ქვეშ, ხან კარადაში, ხანაც მაცივარში იმალებოდა.

ოოო დიდი ისტორიები ტრიალდებოდა ჯეკი როდესაც დაიკარგებოდა ხოლმე. პირს რომ დააღებდა და ტირილს მორთავდა. ვიღა გააჩერებდა. ჯეკი უნდოდა, ჯეკი კი იმალებოდა.  ბებია ჟუჟა დიდ სამძებრო ოპერაციას იწყებდა ხოლმე. გადააქოთებდნენ სახლს და ვოალა, აი ისიც ჯეკი მაცივარშია.

ჯეკი პირველად გეგეშიძის ბაღში დაინახა.  დიდი შავი და ბრიალა თვალები ქონდა. ტანზე რა ეცვა ვერ გაიგებდი, არც ის ეტყობოდა ქალი იყო თუ კაცი. ტანად იმდენად პატარა იყო ჯუჯა გეგონებოდა. თან ჯუჯასაც არ გავდა. ლიზას ჯუჯები ცირკში ჰყავდა ნანახი, ეს კიდევ არ ჰგავდა იმ ცირკის ჯუჯას.  ჯეკი იყო რა, იმ თოჯინას ჰგავდა.

ლიზას ეშინოდა, აბა როგორი საქმეა ჭინკასავით არსება რომ დაგსდევს თან. ფიქრობდა მანიაკიაო.  მანიაკები ბოროტები არიან, ჯეკი კი ბოროტს არ ჰგავდა, ჯეკს ჰგავდა. თან მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა როდესაც ლიზას განსაკუთრებულად ეშინოდა.  მოვიდოდა მის წინ დადგებოდა და დიდი შავი თვალებით უყურებდა. ლიზას შიში სულ უფრო მეტად იპყრობდა.  თან რა ექნა არც ის იცოდა: ეყვირა, ეწივლა, რას უშველიდა. ჯეკის სხვები ვერ ხედავდნენ.  ჯეკი ლიზას ტვირთი იყო. აეკიდებოდა ასე სამი ოთხი დღით და მერე უჩინარდებოდა.

თავიდან შოზოფრენიას აბრალებდა, ლიზას ამბავი აშინებდა. ლიზა ქალობდა, რა დროს შიზოფრენია იყო.  დღე-დღეზე თეთრ ჰამერზე შემომჯდარ პრინცის გამოჩენას ელოდა. ბედს რომ სწეოდა. აი ისე მისი დაქალები რომ დათხოვდნენ. ჰამერი არც ერთის ქმარს არ ჰყავდა მაგრამ ქმრები ხომ იყვნენ.  ლიზასაც უნდოდა ქმარი. მაგრამ რომელ ქმარს ენდომებოდა ლიზა რომელსაც ჯეკი დაჰყვება თან. „-დროულად უნდა წავიდე ექიმთან“ ფიქრობდა ლიზა.  მაგრამ რა უნდა თქვას.  ჭინკა დამსდევს და დიდი შავი თვალები აქვსო. ლიზა ეგ ქალი არ იყო თავი სამსახარაოდ გაეხადა.   მწარედ ახსოვდა დაქალების ხურხუციც. ჯეკი რომ გააცნო ვითომ.  მერე კი თავს იმართლებდა, ვიხუმრე გოგოებოო.

ლიზამ გადაწყვიტა ჯეკს დალაპარაკებდა. თავი რომ დაენებებინა. ან ის მაინც გაეგო რისთვის დაჰყვებოდა თან. მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არ იყო. ჯეკი მხლოდ მაშინ ჩნდებოდა როდესაც ლიზას ეშინოდა.  ლიზას ყოველთვის არ ეშინოდა.  თან იმასაც ვერ ხვდებოდა ჯეკი როდის ჩნდებოდა ხოლმე. დიდი საფიქრალი ჰქონდა ლიზას.  არა და ბუწიკებში სეილებია, იქ რომ დაეჩითოს. ან კიდევ უარესი კლუბში ტუსაობისას.

ლიზა ჯეკის რომ ხედავდა ცივი ოფლი ასხამდა, შიში უძლიერდებოდა, ჯეკი მოვიდოდა ჩახედავდა თვალებში, მერე უკან დაუდგებოდა და ასე აედევნებოდა ხოლმე. ბოშა ბავშვივით, რუსთაველზე რომ დასდევენ უცხოელ ტურისტებს.  ორი სამი დღის მერე კი ეჩვეოდა კიდეც, აღარც ეშინოდა. მერე ჯეკიც  ქრებოდა, აკლდა კიდეც ცოტა ხნით  უჯეკობა. ლიზა როგორც კი მარტო დარჩებოდა ლაპარაკს უწყებდა. მაგრამ ჯეკი ხმას არ იღებდა. მხოლოდ დიდი ბრიალა შავი თვალებით უყურებდა. 

ასე მეორე თუ მესამე გამოჩენისას გადაწყვიტა რომ სახელი დაერქმია. ღამე მარტო რომ დარჩა საუბარი დაუწყო:

-იცი მე თოჯინა მყავდა ჯეკი, იმას გავხარ. ჯეკი რომ დაგიძახო შეიძლება?

– ლაპარაკი იცი ?

– რატომ დამსდევ?

-მარტო მე გხედავ ხომ?

-ის ხარ შენ რა ქვია იმას ჟუჟა რომ ზღაპრებში მიკითხავდა. ხო ხო ჭინკა.

-ფრჩხილები უნდა დაგაჭრა თუ როგორ იყო ეგ ?

-აუუუუ

ლიზას ჯეკი გაახსენდა,  მისი ბავშვობის სათამაშო და დეიდის ერთადერთი სახსოვარი.  ნეტავ სად შეიძლება ყოფილიყო. ის დიდთავა სათამაშო. ამერიკულ საშინელებათა ფილმების პერსონაჟს რომ ჰყგავდა. ბავშვობისას ისე ძლიერ უყვარდა გვერდიდან არ იცილებდა ახლა ისიც არ იცოდა სად შეძლება, რომ მოეძებნა. ჟუჟა შეინახავდა მანსარდაში. მაგან იცოდა ძველმანების ერთ სკივრში შენახვა. ლიზამ გადაწყვიტა დილა რომ გათენდებოდა მანსარდაში ასულიყო. ჯეკი უნდა ენახა.

ლიზა გათენებას აღარ დაელოდა, ჯეკისაც უთხრა წამოდიო. მანსარდაში ჩუმად ავიდა სხვებს რომ არ გაეგოთ. სკივრის ძებნა დაიწყო. მალევე მიაგნო, დიდ ძველმანების ყუთს. ათასი რამ იყო სკივრში. ძირითადად ბებიის ახალგაზრდობის დროინდელი კაბები. ბიჟუტერია. ვერცხლის სამკაულები, ჟუჟას ქალიშვილობის ან შეიძლება იმისი ბებიის ქალიშვილობის მზითევიც. სურათების ალბომი და ჯეკი. აი ის დიდთავა თოჯინა. ლიზა 25 წლის ასაკშიც ბავშვურად რომ კიდევ გაახარა მისმა გამოჩენამ. თან ეს ჯეკიც დაჟინებით უბრიალებდა თვალებს. გვერდიდან არ სცილდებოდა. ლიზამ სურათების ალბომების თვალიერება დაიწყო.  ალბომში ფოტო იყო. მანამდე არასოდეს ენახა. ფოტო სოხუმში იყო გადაღებული. ფოტოზე ლიზა იყო, ჯეკი ეჭირა ხელში, გვერდით გასაბერი კურდღელი და კიდევ ვიღაც გოგონა, რომლის სახე უფროსებს ამოეჭრათ.

***

ლიზას იმ ღამეს ესიზმრა:

თოლიების ხმა, მაგნონიების სურნელი, ზღვის შრიალი, ვერტმფრენების გრუხუნი,  ომით გადამწვარი ქალაქი  და ჯეკი, მისი და რომელიც ნაღმზე აფეთქდა.

 

BIAFF ზე შეხვედრამდე

მას შემდეგ რაც უნივერსიტეტში გამოცდები თითქმის დავასრულე და მეტ-ნაკლები წარმატებით დავხურე მორიგი სემესტრი. აქტიურად დავიწყე ფიქრი თუ სად და როგორ გავატარო დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. დრო არც ისე ბევრი მაქვს და მსურს მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენო ის. ამიტომ წინასწარ ვცდილობ დავგეგმო არდადაგები.

ივლისი და აგვისტო მინდა ახალ ამპლუაში გამოვცადო თავი და ახალი პროფესიული გამოცდილება შევიძინო. ამ დრომდე არასოდეს მქონია შეხება ტელეჟურნალისტიკასთან, ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდი ტელეკომპანია ტაბულაში სტაჟირების გავლას. სიუჟეტების დაგეგმა, რესპოდენტებთან ურთიერთობა, გადაღებებზე სიარული, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საქმიანობაა. მიყვარს ექსპერიმენტები, ცვლილებები და საკუთარი ძალების მოსინჯვა იმ სფეროში რასთანაც შეხება არ მქონია. ვიმედოვნებ რომ ამ დროის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო სიუჟეტის მომზადებას შევძლებთ მე და ნათია, გოგონა რომელიც ჩემი მეგზურია ამ ახალ ამპლუაში.

BIAFF

დასვენებას კი სექტემბერში ვაპირებ, პირველ ნახევარს დედაჩემთან სტუმრობას ვგეგმავ თუ ევროპული სავიზო ბიუროკრატია მარტივად მოვაგვარე. 14-21 სექტემბრის ჩათვლით კი ბათუმის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალზე წასვლა მსურს. ამ ფესტივალის მიმართ განსაკუთრებულად კეთილგანწყობილი ვარ და წელს უკვე მეხუთედ ვეგეგმავ დავესწრო კინოს ზეიმს ბათუმში.

BIAFF

რამდენიმე მიზეზის გამო გამოვარჩევ ამ ფესტივალს.

  • მიყვარს საავტორო კინო. BIAFF კი ყოველწლიურად გვაძლევს საშუალებას ქართველ კინომოყვარულებს საავტორო კინოს საუკეთესო ნამუშევრები ვიხილოთ.
  • გვეძლევა საშუალება დავესწროთ ევროპული, აზიური და ქართული კინოს ტოპ რეჟისორების მასტერკლასებს. რომელთა ვინაობაც ყოველწლიურად ერთგვარი სიურპრიზია ხოლმე. გვქონდეს თანამედროვე კინოს ლეგენდებთან უშუალო გარემოში კომუნიკაციის საშუალება. ბათუმის კინოფესტივალი კი თავისი მასშტაბიდან გამომდინარე საოცრად კომფორტულ გარემოს ქმნის ამისთვის.
  • სექტემბრის მეორე ნახევარი, პერიოდი როდესაც ბათუმის საავტორო კინოფესტივალი იმართება, ხავერდოვანი სეზონის მზიანი ამინდებით გამოირჩევა, ამიტომ ის კინომოყვარულებიც რომლებიც დღის პირველ ნახევარს ზღვაზე ატარებენ იშვიათად უჩივიან ამინდებს. საღამოს კი თავს ფილმების ყურებით იქცევენ. რაც მთავარია ფილმებზე დასწრება უფასოდ შეუძლიათ მაყურებლებს. კინოთეატრ აპოლოში შეზღუდული რაოდენობის ადგილებიდან გამომდინარე კი მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციაა ამისთვის საჭირო.

BIAFF

  • ღია კინოთეატრში დიდ ეკრანზე ფილმების ნახვა, ბათუმის კინოფესტივალის დამატებითი ხიბლია, რომელიც წინა წელს ფესტივალის პოლონელი პარტნიორების დახმარებით შეემატა BIAFF ს და ვიმედოვნებ წელსაც გვექნება ფილმების ამგვარ გარემოში ყურების საშუალება.
  • ფესტივალზე მუშაობა ბლოგერებისთვის განსაკუთრებულად კომფორტულია. ფესტივალის მენეჯმენტი აქტიურად უწყობს ხელს ინტერნეტ მედიაში ფესტივალის შესახებ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის განთავსებას. ამისთვის კი ყოველწლიურად ბლოგერებისთვის წამახალისებელი კონკურსი იმართება. კონკურსში მონაწილეობის მსურველ ბლოგერებს მოცემული ბმულის საშუალებით შეგიძლიათ 25 აგვისტომდე დარეგისტრირდეთ. http://bit.ly/1jrcmOC

BIAFF

ფესტივალი ყოველწლიურად ვითარდება და მოხარული ვარ რომ ამ ზრდის პროცესს ვადევნებ თვალს.

გირჩევთ კინომოყვარულებს თქვენი შვებულების პერიოდიც დაამთხვიოთ ბათუმის კინოფესტივალს. წინ ნამდვილად დაუვიწყარი ერთი კვირა გელით.